მერაია ქერის მისი ცნობილი საშობაო სიმღერის გამო თითქმის 30 წლის შემდეგ უჩივიან
შობა და ახალი წელი მერაია ქერის ჰიტად ქცეული სიმღერის, All I Want for Christmas is You, გარეშე ალბათ ვერ წარმოგვიდგენია. 1994 წელს გამოსული ჩანაწერი სადღესასწაულო კლასიკადაც იქცა, თუმცა, თითქმის სამი ათწლეულის შემდეგ, მისისიპელი მუსიკოსი პოპვარსკვლავს უჩივის და აცხადებს, რომ სიმღერა იდენტური სათაურით მან ქერის ჰიტამდე ხუთი წლით ადრე გამოუშვა.
კომპოზიტორი ენდი სტოუნი, რომელსაც თავისი ბენდი — Vince Vance & The Valiants — ჰყავს, ირწმუნება, რომ არც ქერის და არც სიმღერის გამომშვებ სტუდია Sony Music Entertainment-ს მისგან სათაურის გამოყენებაზე ნებართვა არ აუღიათ. სტოუნი ასევე ამტკიცებს, რომ მომღერალმა და ლეიბლმა "გაცნობიერებულად და მიზანმიმართულად" მიითვისეს მისი ნამუშევარი.
სტოუნმა სარჩელი ლუიზიანის ფედერალურ სასამართლოში უკვე შეიტანა. თუმცა, სარჩელის ტექსტში დაკონკრეტებული არ არის, როდის შეიტყო მისმა ავტორმა ქერის სიმღერის არსებობის შესახებ, მაშინ, როცა ეს ჰიტი ყოველწლიურად ჩარტების მოწინავე პოზიციებზეა.
უცნობია, რა შედეგი მოჰყვება სტოუნის წამოწყებულ სასამართლო დავას. სიმღერის სათაურებს, როგორც წესი, საავტორო უფლებები არ ეხება, ერთი და იმავე სახელის მქონე კომპოზიცია კი ხშირად ეკუთვნის სხვადასხვა მუსიკოსს. თუნდაც All I Want for Christmas is You ქერის და სტოუნის სიმღერების გარდა არაერთ სხვა ნაწარმოებს ჰქვია.
მისისიპელი კომპოზიტორის სარჩელში კი ქერის სიმღერასთან სხვა მსგავსებაზე არაფერი წერია. ტექსტებშიც მხოლოდ სათაურში გამოტანილი ფრაზები ემთხვევა ერთმანეთს.
All I Want for Christmas is You მერაია ქერის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სიმღერაა, რომელმაც მუსიკოსს $60 მილიონზე მეტი შემოსავალი მოუტანა. კომპოზიცია პირველი საშობაო ტრეკი გახდა, რომელსაც ამერიკის ხმის ჩამწერი კომპანიების ასოციაციამ (RIAA) ბრილიანტის სტატუსი მიანიჭა.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
კომენტარები