აშშ-ში რეპროდუქტოლოგი წლების განმავლობაში ქალების დასაორსულებლად საკუთარ სპერმას იყენებდა
იაკობა ბალარდმა 2014 წელს დნმ-ის ტესტი გაიკეთა და შედეგმა მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. ამერიკელმა ქალმა შემთხვევით გაიგო, რომ მისი ბიოლოგიური მამა ექიმი და ცნობილი სპეციალისტი დონალდ კლაინია, რომელთანაც დედამისი 1979 წელს უშვილობის გამო მკურნალობდა.
ამ ფაქტის გაგების შემდეგ იაკობა ბალარდმა კვლევა დაიწყო და მან უკვე 93 ბიოლოგიური და-ძმა იპოვა, თუმცა ის ვარაუდობს, რომ მათი რაოდენობა გაცილებით მეტია. დნმ-ის ტესტის ჩატარების შემდეგ ქალმა ექიმის საქმიანობის შესწავლა დაიწყო და იმ ადამიანებს მიაგნო, რომლებმაც უშვილობის გამო სწორედ მას მიმართეს. ბალარდმა მათ შვილებს დნმ-ის ტესტის გაკეთება სთხოვა და ექიმი სწორედ ამ გზით ამხილა.
ექიმ კლაინის საქმიანობაზე Netflix-მა ფილმი, სახელად Our Father, გადაიღო. ფილმში ბალარდი და ექიმის სხვა ბიოლოგიური შვილები საკუთარი ისტორიისა და ემოციების შესახებ საუბრობენ. ასევე ფილმში სხვადასხვა დეტალი ხდება ცნობილი, მათ შორის ის, რომ ექიმი ქალებს საკუთარი სპერმის გამოყენების შესახებ არაფერს ეუბნებოდა.
ბალარდის დედის თქმით, ექიმი მას შეუთანხმდა, რომ დონორის სპერმას გამოიყენებდა. ზოგ შემთხვევაში კი ქალები ფიქრობდნენ, რომ განაყოფიერებისას ექიმი მათი ქმრების სპერმას იყენებდა, თუმცა ეს ასე არ იყო.
ბალარდი თავდაპირველად საკუთარ ბიოლოგიურ მამას ტელეფონზე ესაუბრა, რისი ჩანაწერების მოსმენაც ნეტფლიქსის ფილმში შესაძლებელია. ექიმი, რომელმაც ბალარდის დედის დასაორსულებლად საკუთარი სპერმა გამოიყენა, მას სთხოვდა, რომ მედიასთან თანამშრომლობა შეეწყვიტა, თუმცა საკუთარ საქციელს არც კი ნანობდა. ბალარდმა კი ეს ყველაფერი გაასაჯაროვა და მასთან სამართლებრივი დავა წამოიწყო.
ბალარდმა და ექიმის სხვა ბიოლოგიურმა შვილებმა ინდიანას შტატში მოითხოვეს, რომ კლაინისთვის ბრალი წაეყენებინათ. პროკურორების თქმით, ექიმს ბრალს ვერც სექსუალურ ძალადობასა და ვერც ფიზიკური ზიანის მიყენებაში ვერ წაუყენებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დნმ-ის ტესტის შედეგებით კლაინი ყველა მოსარჩელეს ბიოლოგიური მამა აღმოჩნდა, ექიმმა მამობაზე უარი განაცხადა.
მოგვიანებით კლაინს ბრალი პაციენტების მოტყუების გამო წაუყენეს და სასამართლო პროცესზე მან დანაშაული აღიარა. კლაინი მხოლოდ 500 დოლარით დაჯარიმდა და მას 1 წლით თავისუფლების აღკვეთაც მიუსაჯეს, თუმცა განაჩენი მისი ასაკისა და იმ ხალხის პროტესტის გამო გაუქმდა, რომლებიც ექიმს იცავდა.
ინდიანას, კენტუკის და ტეხასის შტატის სამართლებრივი ორგანოების განცხადებით, ექიმ კლაინის საქმიანობა უკანონო იყო, მაგრამ არ არსებობს შესაბამისი ფედერალური კანონი, რომელიც მას გაასამართლებს.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები