ნეტფლიქსი ახალ ფილმს, სახელად Maestro-ს, იღებს და მასში მთავარ როლს ბრედლი კუპერი ასრულებს. ბრედლი კუპერი ლეგენდარულ კომპოზიტორ ლეონარდ ბერნსტაინს განასახიერებს და ამ როლის შესასრულებლად მსახიობის გარეგნულმა ტრანსფორმაციამ სოციალური ქსელები უკვე დაიპყრო.

ახლა კი გადასაღები მოედნიდან სხვა ფოტოები ვრცელდება, რომლებშიც ბრედლი კუპერი და მეთ ბომერი ერთმანეთს კოცნიან. Variety-ს მიხედვით, მეთ ბომერი ბრედლის პერსონაჟის საყვარლის როლს თამაშობს და გავრცელებული კადრებიც სწორედ ამაზე მოწმობს.

ფოტო: Netflix

Maestro-ს პროდიუსერები მარტინ სკორსეზე და სტივენ სპილბერგი არიან. ფილმი ნიუ-იორკის ფილარმონიის დირიჟორის, ლეონარდ ბერნსტაინის, ცხოვრებასა და წარმატებაზე მოგვითხრობს. ფილმის შინაარსის მიხედვით, ლეონარდსა და მის ცოლს საკმაოდ რთული სასიყვარულო ურთიერთობა აქვთ. ფილმში მოქმედება მათი ქორწინებიდან 25 წლის შემდეგ ვითარდება, როცა უკვე სამი შვილი ჰყავთ.

ფოტო: Netfliხ

ფილმის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა მას შემდეგ წელს უნდა ველოდოთ. რაც შეეხება მსახიობებს, ბრედლი კუპერის გარდა მთავარ როლში კერი მალიგანსაც ვიხილავთ. ბრედლი კუპერი გარდა მსახიობობისა, ფილმის რეჟისორიცაა და გადაღებების პროცესში აქტიურად მონაწილეობს.