ჯონი დეპის ადვოკატი სასამართლო პროცესის მოგების შემდეგ დააწინაურეს
იურიდიულმა კომპანიამ, სახელად Brown Rudnick-მა, თავისი თანამშრომელი და ჯონი დეპის ადვოკატი, კამილა ვასკესი, სასამართლო პროცესის მოგებიდან ერთ კვირაში დააწინაურა. კამილა ვასკესი Brown Rudnick-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა, რაც ფირმის შემოსავლიდან გარკვეული პროცენტის მიღებასა და პროფესიულ საქმიანობაში მისი სტატუსის გაზრდას გულისხმობს.
ვასკესი საზოგადოებისთვის ცნობადი სახე ჯონი დეპისა და ამბერ ჰერდის ექვსკვირიანი სასამართლო პროცესის დრო გახდა, რომელიც პირდაპირ ეთერში სხვადასხვა მედიის საშუალებით გადაიცემოდა. ამბერ ჰერდის დაკითხვის დროს სწორედ ვასკესი თამაშობდა მთავარ როლს, რასაც უამრავი ადამიანი უყურებდა.
"ჯონი დეპის სასამართლო პროცესის დროს კამილას პროფესიონალიზმმა ყველას დაუმტკიცა, რომ კარიერაში მას შემდეგი ნაბიჯის გადადგმა უკვე შეუძლია", — ამბობს Brown Rudnick თავმჯდომარე. ამ ფაქტზე თავად კამილა აცხადებს, რომ ფირმის მხრიდან მისთვის სრული ნდობის გამოცხადებით მოხარულია.
კამილა ვასკესი Brown Rudnick-ს 2018 წლიდან შეუერთდა და მისი ძირითადი მიმართულება ცილისწამებასთან დაკავშირებულ საქმეებსა და სარჩელებს ეხება. Brown Rudnick-ში მისვლამდე კამილა ვასკესი კიდევ ერთ ცნობილ ამერიკულ იურიდიულ ფირმაში, სახელად Manatt, Phelps & Phillips-ში, მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ ჯონი დეპმა ყოფილ ცოლს, ამბერ ჰერდს ცილისწამებისთვის უჩივლა და ზიანის ასანაზღაურებლად $50 მილიონი მოითხოვა. ჰერდმა 2018 წელს The Washington Post-ში გამოაქვეყნა ოპ-ედი, სადაც განაცხადა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო. ამბერს ტექსტში ყოფილი ქმრის სახელი არ უხსენებია, თუმცა დეპის სარჩელში აღნიშნულია, რომ ოპ-ედი სწორედ მას ეხებოდა, რის გამოც მისი კარიერა დაზიანდა და როლები დაკარგა.
ჯონი დეპმა ამბერ ჰერდის წინააღმდეგ სასამართლო მოიგო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დეპისთვის ზარალის ასანაზღაურებლად ამბერ ჰერდს $10,4 მილიონის გადახდა დააკისრა, ხოლო ჯონი დეპს ამბერ ჰერდისთვის ზარალის ასანაზღაურებლად კი $2 მილიონის გადახდა დაევალა. ამბერ ჰერდის ადვოკატი კი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
-
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები