ბასა ჯანიკაშვილმა და დათო დოიაშვილმა მიუზიკლის შექმნისთვის ხუთივე შარქისგან 200 000 ლარის დაფინანსება მოიპოვეს
თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ერთ-ერთ პრიორიტეტს ქართული მიუზიკლის განვითარება, თეატრში ახალგაზრდა მაყურებლის მოზიდვა და ხელოვნების ამ დარგით მათი დაინტერესება წარმოადგენს. სადავო არაა, რომ მუსიკა ძალიან მნიშვნელოვანია და ისეთი მუსიკალური შედევრის ნახვას და ცოცხალი შესრულებით მოსმენას, როგორიც ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედებაა, აუცილებლად გრძელვადიანი ეფექტი ექნება. მსოფლიოში აპრობირებულია ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც მუსიკალურ კუმირებს ეძღვნებათ. ასე მოხდა "QUEEN", "THE BEATLES", "PINK FLOYD-ის" და სხვათა შემთხვევაში.
რამდენიმე წლის წინ დათო დოიაშვილმა, ბასა ჯანიკაშვილმა და გიორგი ასანიშვილმა სწორედ ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედებაზე დაფუძნებული მიუზიკლის იდეა ჩამოაყალიბეს. მიუზიკლს სახელად "მე გადავცურავ ზღვას" ერქმევა და ძალიან საინტერესო სიუჟეტს შემოგვთავაზებს. დეტალურად ამ პროექტის შესახებ ბასა ჯანიკაშვილი საუბრობს:
— საიდან გაჩნდა მიუზიკლის შექმნის იდეა და როგორი იყო პირველი ნაბიჯები?
პირველი ნაბიჯი ასეთ სფეროში, როგორიც ხელოვნებაა, როგორც წესი იდეის გაჩენაა. ეს იყო 2016 წელი. შემდეგ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ხორცი შეესხა. იყო მოთხრობა, ახალგაზრდა ბიჭზე, რომელიც ამერიკაში გაქცევაზე ოცნებობდა. მას უნდა აერჩია სიყვარული თუ ოცნების ასრულება. შემდეგ შედგა დათო დოიაშვილთან შეხვედრა, მასთან ერთად პიესის დაწერა. (მოთხრობა გადაიზარდა პიესაში) პიესას მიემატა მუსიკალური ნაწილი, ირაკლი ჩარკვიანის სიმღერების სახით, ჩავატარეთ კასტინგი, სადაც ასზე მეტმა ახალგაზრდა მსახიობმა და მომღერალმა მიიღო მონაწილეობა.
რა მისია აკისრია ამ პროექტს?
ზემოაღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად, ქართველ მსმნენელსაც ექნება საშუალება, მოისმინოს თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკოსის შემოქმედება. ვფიქრობთ, რომ ქართველი მსმენელისთვის უდიდესი მოვლენა იქნება ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედებითი ცხოვრების ახლებური ხედვა და მისი მიუზიკლის ჟანრით წარმოდგენა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები — მსახიობები, მუსიკოსები, მომღერლები, მოცეკვავეები, რაც უფრო მასშტაბურს, სანახაობრივად და შინაარსობრივად საინტერესოს გახდის მას.
პროექტი მიზნად ისახავს ახალი ფორმების საშუალებით, ისეთი მხატვრული ნაწარმოების შექმნას, რომელიც საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებზე მიმართავს მაყურებლის ყურადღებას და ხაზს გაუსვამს ადამიანის ცხოვრებაში თეატრის არსებობის მნიშვნელობას. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს სხვადასხვა თაობის მაყურებლის მოზიდვას და ახალგაზრდა თაობის გემოვნების ჩამოყალიბებას.
ვინ ქმნის მიუზიკლს?
თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი ქართული თეატრალური ხელოვნების უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს, რომელსაც თავისი ერთგული მაყურებელი ჰყავს, რომელსაც ყველა სოციალური ფენა და თაობა წარმოადგენს. თეატრში ბოლო პერიოდში განხორციელებული პროექტების შედეგად თეატრის რეიტინგი საგრძნობლად გაიზარდა, რაზეც სრული ანშლაგით ჩატარებული სპექტაკლები მეტყველებს. ახალი თეატრის დასი აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ახალი შენობის გახსნით, 2021 წლიდან ქართულ თეატრალურ სივრცეს შეემატა თანამედროვე, მაყურებლისთვის მიმზიდველი და საინტერესო, ევროპული სტანდარტების მოთხოვნით აღჭურვილი თეატრალური კომპლექსი.
შემოქმედთა ჯგუფმა, რომელშიც შედიან ბასა ჯანიკაშვილი, გიორგი ასანიშვილი და დავით დოიაშვილი, გადწყვიტა ახალ სივრცეში შეიქმნას მიუზიკლი, რომელიც ირაკლი ჩარკვიანის ჰიტებზე აიგება. მიუზიკლის სახელწოდებაა — "მე გადავცურავ ზღვას". ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედება უკვე დიდი ხანია განსაკუთრებით პოპულარულია საქართველოში. ახალგაზრდა მსმენელის უკვე არაერთი თაობა საზრდოობს მისი მუსიკით. ირაკლი ჩარკვიანი ახალგაზრდების კუმირია, მისი მუსიკა — სიახლისკენ სწრაფვის, დაუმორჩილებლობის და თავისუფლების სიმბოლო გახდა.
როგორი სიუჟეტი ექნება მიუზიკლს?
ეს იქნება ამბავი ბიჭზე, რომელსაც არ სურს, შეეგუოს ისეთ ყოფას, როგორშიც ცხოვრობს. ბიჭზე, რომელიც ოცნებობს, გაექცეს რუტინას, ჩაკეტილობას, სტერეოტიპებს და გახდეს თავისუფალი.
მიუზიკლის მოქმედება ვითარდება საბჭოთა საქართველოში. პირველი მოქმედება 1980, ხოლო მეორე მოქმედება 1990 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების პერიოდში. პიესის მთავარი პერსონაჟი 20 წლის გიორგია. მის ირგვლივ იგება ყველა მოქმედება. პერსონაჟები მასზე არიან დამოკიდებულნი, მოქმედების დინამიკა, თხრობის სტილი, ამბავი ბოლოს და ბოლოს. გიორგის ია უყვარს. ია, რომელიც თექვსმეტი წლისაა. პიესა რეალურად სიყვარულზეა. ისეთ სიყვარულზე, რომელიც ასეთი იშვიათია ჩვენს დროში. რატომ არის, რომ დიდი სიყვარული ყოველთვის ვიღაცის ჯინაზე უნდა შედგეს? აქაც ასეა. იას გიორგი უყვარს, მხოლოდ მის ასაკში შეიძლება, არ იცოდე, რომ ამ სიყვარულისთვის მსხვერპლის გაღება მოგიწევს. ხშირად ხდება ასე. როდესაც გიორგის და იას სიყვარულს გამოცდას მოუწყობენ, ორივენი მას წარმატებით გაართმევენ თავს.
ომის თემა — კიდევ ერთი ხაზია ამ პიესაში. მიუხედავად იმისა, რომ სცენაზე ომი არ არის, ომის უწყვეტობა (თუ შეიძლება ასე ითქვას) იგრძნობა. ჯერ ავღანეთის წინააღმდეგ, შემდეგ კი საქართველოს წინააღმდეგ.
რა სირთულეებთანაა დაკავშირებული მსგავსი მიუზიკლის განხორციელება?
მთავარი სირთულე მთავარი როლის შემსრულებლის პოვნა იყო. ირაკლი ჩარკვიანს თავისი განუმეორებელი, ქარიზმატული შესრულების მანერა ჰქონდა, ამიტომ აქ ისეთი მსახიობი იყო საჭირო, რომელიც ახლებურად შეასრულებდა ირაკლის სიმღერებს, (და ისე, რომ მისი ქარიზმატულობა, ენერგეტიკა არ დაკარგულიყო) და ამავე დროს, ეთამაშა მთავარი როლი პიესაში. (რომელიც სამსახიობო ოსტატობას მოითხოვს)
რა ეტაპზეა მიუზიკლი ამჟამად?
მიუზიკლის პიესა დაწერილია და მიმიდნარეობს მისი დამუშავება;
მიმდინარეობს მსახიობების შესარჩევი კონკურსი მთავარ როლზე დასამტკიცებლად;
მიმიდინარეობს სცენოგრაფის მიერ დეკორაციის ესკიზების დამუშავება;
შერჩეულ იქნა მიუზიკლში გამოსაყენებელი მუსიკალური ნაწარმოებები.
საიდან გაჩნდა იდეა, მიუზიკლი Shark Tank-ზე გაგეტანათ?
დღეს კულტურის სფერო მოკლებულია განსახორციელებელ და საინტერესო პროექტებში კერძო ბიზნესის მიერ ინვესტირებას, საქველმოქმედო ან/და სასპონსორო დაფინანსებას. ჩვენი მიზანი იყო, დაგვემსხვრია მითი იმის შესახებ, რომ „კულტურა არამოგებიანია და მასში ინვესტიციის ჩადებას აზრი არ აქვს’’.
შეგახსენებთ, საქართველოს პირველ არხზე "შარქ თენქ საქართველოს" გენერალური პარტნიორი საქართველოს ბანკია. SONY Pictures-ის რეალითი შოუ — Shark Tank ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუა, რომელმაც 5 კონტინენტი მოიცვა. ის უკვე 13 სეზონია მაყურებლების ერთ-ერთ ფავორიტ გადაცემად რჩება.
-
გადახედვა"ქართული კოშმარი" საქართველოს ევროინტეგრაციის შანსებს აკარგვინებს — ამბობენ დასავლელი დიპლომატები, რომლებსაც ხელისუფლება არ შეხვდა "ქართული კოშმარი" საქართველოს ევროინტეგრაციის შანსებს აკარგვინებს — ამბობენ დასავლელი დიპლომატები, რომლებსაც ხელისუფლება არ შეხვდა
-
გადახედვააქციაზე დაკავებული დავით ქაცარავა მძიმედ არის ნაცემი — ის კლინიკაშია გადაყვანილი აქციაზე დაკავებული დავით ქაცარავა მძიმედ არის ნაცემი — ის კლინიკაშია გადაყვანილი
-
გადახედვარუსთაველის გამზირიდან სპეცრაზმი გავიდა — პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას აქციის მონაწილეები იკავებენ რუსთაველის გამზირიდან სპეცრაზმი გავიდა — პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას აქციის მონაწილეები იკავებენ
-
გადახედვაო'ბრაიენის ავტომობილი ქართული ოცნების სათავო ოფისში შევიდა — ტვ პირველი ო'ბრაიენის ავტომობილი ქართული ოცნების სათავო ოფისში შევიდა — ტვ პირველი
-
გადახედვამოვუწოდებთ სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები — საია მოვუწოდებთ სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები — საია
-
გადახედვასაერთაშორისო ზეწოლის მთელი არსენალია განხილვაში, ამბობს გვარამია ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ საერთაშორისო ზეწოლის მთელი არსენალია განხილვაში, ამბობს გვარამია ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ
-
გადახედვალელო: უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა,სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კოორდინაციით ლელო: უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა,სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კოორდინაციით
-
გადახედვალევან ბეჟაშვილი: ოცნებამ ქვეყანა წაგვართვა და ჩააბარა რუსეთს, ქვეყანაში რუსული რეჟიმი გაფორმდა ლევან ბეჟაშვილი: ოცნებამ ქვეყანა წაგვართვა და ჩააბარა რუსეთს, ქვეყანაში რუსული რეჟიმი გაფორმდა
-
გადახედვათავისუფლების მოედანზე განლაგებული პოლიციის კორდონი მოქალაქეებს მეტროში არ უშვებს თავისუფლების მოედანზე განლაგებული პოლიციის კორდონი მოქალაქეებს მეტროში არ უშვებს
-
გადახედვააქციაზე ინტერპრესნიუსის ფოტორეპორტიორს სამართალდამცველებმა სცემეს აქციაზე ინტერპრესნიუსის ფოტორეპორტიორს სამართალდამცველებმა სცემეს
-
გადახედვაბოიკოტს ვაცხადებთ როგორც საპარლამენტო საქმიანობაში, ისე ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში — ენმ ბოიკოტს ვაცხადებთ როგორც საპარლამენტო საქმიანობაში, ისე ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში — ენმ
-
გადახედვამოვუწოდებ შსს-ს, არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, აქციის მთლიანად დაშლის აუცილებლობა არ არის საჭირო — სახალხო დამცველი მოვუწოდებ შსს-ს, არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, აქციის მთლიანად დაშლის აუცილებლობა არ არის საჭირო — სახალხო დამცველი
-
გადახედვაო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ ბოკუჩავა ამბობს, რომ აშშ განიხილავს დაასანქციროს ივანიშვილი, მისი გარემოცვა და რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ ბოკუჩავა ამბობს, რომ აშშ განიხილავს დაასანქციროს ივანიშვილი, მისი გარემოცვა და რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები
-
გადახედვასენატორი რიში რუსული კანონის მიღებაზე: ეს არის სილის გაწვნა საქართველოს მოსახლეობის 80%-ისთვის სენატორი რიში რუსული კანონის მიღებაზე: ეს არის სილის გაწვნა საქართველოს მოსახლეობის 80%-ისთვის
-
გადახედვასპეცრაზმმა აქციის მონაწილეებისგან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ძალის გამოყენებით გაწმინდა სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებისგან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ძალის გამოყენებით გაწმინდა
-
გადახედვასტუდენტები ევროპული მომავლისთვის: სტუდენტები მაინც ერთიანად შევიკრიბებით იმავე დღის წესრიგით და კიდევ უფრო გაბრაზებულები გავალთ რუსთაველისკენ სტუდენტები ევროპული მომავლისთვის: სტუდენტები მაინც ერთიანად შევიკრიბებით იმავე დღის წესრიგით და კიდევ უფრო გაბრაზებულები გავალთ რუსთაველისკენ
-
გადახედვამეცოლა: თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ! მეცოლა: თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ!
-
გადახედვაპარლამენტის წინ საპოლიციო ძალები განლაგდნენ — ისმის გამაფრთხილებელი სიგნალი პარლამენტის წინ საპოლიციო ძალები განლაგდნენ — ისმის გამაფრთხილებელი სიგნალი
-
გადახედვააქცია გასცდა კანონით დადგენილ ნორმებს, გამოვიყენეთ სპეციალური საშუალებები — შსს-ს განცხადება აქცია გასცდა კანონით დადგენილ ნორმებს, გამოვიყენეთ სპეციალური საშუალებები — შსს-ს განცხადება
-
-
გადახედვარუსული კანონის მიღების შემდეგ, პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა რუსული კანონის მიღების შემდეგ, პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
კომენტარები