გაქვთ 2 კვირა, დაასრულოთ ევროპული მომავლის საბოტაჟი, მედიაზე ზეწოლა, პოლიტიკური დევნა — მელია "ოცნებას"
ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ქართულ ოცნებას აქვს 2 კვირა, რათა დაასრულოს ევროპული მომავლის საბოტაჟი, მედიაზე ზეწოლა, პოლიტიკური დევნა. მისი თქმით, 24 ივნისამდე მმართველმა გუნდმა სწორი დასკვნები უნდა გააკეთოს. როგორც ოპოზიციური პარტიები საუბრობენ, ევროკავშირი წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სწორედ 24 ივნისს მიიღებენ.
"საქართველოს ევროპული გზის შეფერხებაში პასუხს აგებს ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება. თქვენ გაქვთ 2 კვირა მეგობრებო, იქ, ქართულ ოცნებაში. თქვენ უნდა დაასრულოთ საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი, თქვენ უნდა დაასრულოთ მედიაზე ზეწოლა, თქვენ უნდა დაასრულოთ პოლიტიკური დევნა და ამ ორი კვირის განმავლობას, 24 ივნისამდე თქვენ მკაფიო სიგნალი და იმპულსი უნდა გააგზავნოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებთან, რომ გააკეთეთ თქვენთვის მწარე მაგრამ სწორი დასკვნები", — ამბობს მელია.
მისივე თქმით, ევროპარლამენტის მიერ ერთმნიშვნელოვნად გაცხადდა, რომ ევროპა მზად არის მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი. აღნიშნა, რომ ერთადერთი წინაღობა ქართველ ხალხსა და ევროპას შორის არის ოლიგარქი ივანიშვილი და ქართული ოცნება.
"დღეს მიღებული უმაღლესი პოლიტიკური დოკუმენტით ევროპამ გვითხრა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და დროა, თბილისში გაანალიზოთ, რა დევს სასწორზე საქართველოს მომავლისთვის. სასწორზე დევს ჩვენი ისტორიული მისწრაფებები, არჩევანი თაობების მიერ სისხლით და ოფლით მოტანილი იდეა, რომ ქართველმა ხალხმა უნდა იცხოვროს საკუთარ მიწაზე, ერთიან საქართველოში", — ისაუბრა მელიამ.
არსებული ინფორმაციით, ევროპარლამენტმა საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, სადაც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზეც არის საუბარი. რეზოლუციას მხარი 308 დეპუტატმა დაუჭირა, 218 კი წინააღმდეგი იყო.
ინფორმაციის გავრცელებას ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგი მოჰყვა. კობახიძემ ევროპარლამენტარებს ე.წ ფეიკის მსხვერპლები უწოდა. ასევე, თქვა, რომ რეზოლუციაში არაერთი "ფაქტობრივი უზუსტობა და ტყუილია".
კობახიძემ დოკუმენტის შინაარსიც გააკრიტიკა, ივანიშვილის "მიღწევები" ჩამოთვალა და აღნიშნა, რომ "რეზოლუციას, რომელიც ივანიშვილის სანქცირებას ითხოვს, ჩალის ფასი აქვს". მმართველი პარტიის თავმჯდომარემ თქვა ისიც, რომ საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვასთვის "კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არავითარი პრაქტიკული შედეგი არა აქვს".
კობახიძის განცხადებას უკვე მოჰყვა კრიტიკაც. სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ძალიან სუსტია არგუმენტი, რომ ევროპარლამენტარები ფეიკ ნიუსების მსხვერპლი არიან.
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
კომენტარები