4 მარტიდან მოყოლებული, ვმოქმედებთ, ვცხოვრობთ და ვოპერირებთ ფაქტობრივი სანქციების პირობებში — ივანიშვილის ადვოკატი
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის განცხადებით, 4 მარტიდან რეალური დაბრკოლებები შეექმნა ბიძინა ივანიშვილს აქტივებზე წვდომისა და განკარგვისას. კომენტარი მან იმედის ეთერში ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას გააკეთა.
"ჯანსაღი სარკაზმით შეიძლება აღინიშნოს, რეალურად, ამ საქმის გარემოებებზე რომ ვისაუბროთ, 4 მარტიდან მოყოლებული, მოგეხსენებათ ეს ის თარიღია, როდესაც რეალური დაბრკოლებები შეექმნა ბატონ ივანიშვილს საკუთარ აქტივებზე წვდომისა და განკარგვისა, ჩვენ ვმოქმედებთ, ვცხოვრობთ და ვოპერირებთ ფაქტობრივი სანქციების პირობებში — ეს არის ალბათ ჩვენთვის ყველაზე მთავარი აღსანიშნი მთავარი გარემოება. ესე იგი 24 თებერვალს იწყება ეს ცნობილი მოვლენები და 4 მარტიდან ჩვენს რეალობაში ჩვენს საქმეში შემოდის ეს ხელოვნური დაბრკოლებები", — ამბობს ის.
მან ისაუბრა, რომ ივანიშვილის შეზღუდვების დაწესების შესახებ "ერთ-ერთი ქვეყნის მარეგულირებელმა პირდაპირ თქვა, რომ ეს ყოველივე გამოწვეულია აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესებით".
ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც მხარი 308 დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი 218 იყო.
მიმდინარე წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკს Credit Suisse-ს ბერმუდის სასამართლოში დავა მოუგო. სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად, ბანკს ივანიშვილისთვის 500 მილიონის გადახდა დაეკისრა.
ივანიშვილი ახლა Credit Suisse-ის რწმუნებულ კომპანიას უჩივის, რომელმაც, მისი თქმით, თანხის გადაცემა შეაფერხა და ამის მიზეზად "აღმოსავლეთ ევროპაში არსებული გეოპოლიტიკური გარემო" დაასახელა. ივანიშვილის წარმომადგენლი წერს, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მის სხვა ბენეფიციარებს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან არანაირი კავშირი აქვთ და არც რაიმე ტიპის სანქციებს ექვემდებარებიან.
11 მაისს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც თქვა, რომ ქართული ოცნების დამფუძნებლის მხრიდან Credit Suisse-თან გლობალურად წარმოებულ კომპლექსურ დავას ბოლო პერიოდში რამდენიმე სხვა ფაქტი "მეტად საეჭვოდ" დაემთხვა.
ყიფიანის თქმით, მიმდინარე წლის მარტიდან მოყოლებული აპრილის შუა რიცხვებამდე ივანიშვილს ლონდონიდან და ნიუ იორკიდან ხელოვნების ნიმუშების დროულ და შეუფერხებელ გადაადგილებაში "გარკვეული შეფერხებები" შეექმნა.
ადვოკატისვე თქმით, ყოველივე ამას "დროში უცნაურად ემთხვევა" ივანიშვილის მიერ გერმანიაში ძველის ჩაბარების სანაცვლოდ შეძენილი ახალი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებული გართულებაც.
ყიფიანმა თქვა, რომ ხელოვნების ნიმუშების გადაადგილებასთან და ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებული პრობლემები არ უკავშირდება ივანიშვილის მხრიდან Credit Suisse-თან მიმდინარე დავას და ხაზს უსვამს, რომ "ხელოვნურად შექმნილი" პრობლემები ივანიშვილმა იურიდიული გზებით მოაგვარა.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები