10 ცნობილი ადამიანი, რომელზეც ალბათ არ იცოდი, რომ ბისექსუალია
როცა საქმე ცნობილი ადამიანების სექსუალურ ორიენტაციასა და პირად ცხოვრებას ეხება, ზოგი მათგანი არჩევს, რომ ეს თემები საჯარო განხილვის საგანი არ იყოს. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც მსგავსი თემების შესახებ ღიად ლაპარაკს სულაც არ ერიდებიან და საზოგადოებაში არსებული დამაზიანებელი წარმოდგენების შეცვლას ცდილობენ.
LGBTQ ადამიანების პრობლემებსა თუ ყოველდღიურობის განხილვისას ხშირად ბისექსუალები ყველაზე უხილავები არიან და მათი რეპრეზენტაციაც ნაკლებია, რადგან ჯერ კიდევ ბევრს ჰგონია, რომ მხოლოდ ერთი — შენივე მსგავსი ან საწინააღმდეგო გენდერის მქონე ადამიანები შეიძლება გიზიდავდეს, რის გამოც ბისექსუალობის მიმართ დღემდე მრავალი სტიგმა და სტერეოტიპული წარმოდგენა არსებობს.
ამის მიუხედავად, არაერთმა ვარსკვლავმა წარსულში, სხვადასხვა დროს ღიად განაცხადა, რომ ბისექსუალია და ამ სტატიაშიც სწორედ რამდენიმე ასეთი შემთხვევაა მოყვანილი, რომელთა შესახებაც, შეიძლება აქამდე არც კი იცოდი.
1. Cardi B
მომღერალმა საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა და ყველას მოუწოდა, რომ პარტნიორთან ურთიერთობის დროს ეს ფაქტი არ დამალონ.
2. კრისტენ სტიუარტი
2017 წლის ინტერვიუში კრისტენმა აღნიშნა, რომ ბისექსუალია და ეს დამაბნეველი მდგომარეობა საერთოდაც არ არის, როგორც ბევრი ადამიანი ფიქრობს.
3. ტენდი ნიუტონი
ნიუტონის თქმით, ყველა ადამიანი პოტენციურად ბისექსუალია და ეს ყველაფერი აღზრდასა და გარემოზეა დამოკიდებული. "ადვილად შემიძლია შევიყვარო, როგორც ქალი, ასევე კაცი", — ამბობს მსახიობი.
4. ჯეისონ მრაზი
მომღერლის თქმით, კაცებთან იმ დროსაც ჰქონდა ურთიერთობა, როცა მომავალ ცოლთან მეგობრობდა. მისივე თქმით, ცოლს ამასთან არანაირი პრობლემა არ აქვს და თავადაც ბედნიერია, რომ ქალიც შეუძლია უყვარდეს და კაციც.
5. შენონ პურსერი
Stranger Things-ის მსახიობი საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე ღიად 2017 წელს ალაპარაკდა და ტვიტერზე დაწერა, რომ ის ბისექსუალია.
6. ლედი გაგა
გაგამ 2013 წელს მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ საზოგადოებაში არსებულ კითხვებს უპასუხა და თქვა, რომ ის ბისექსუალია და ეს ინფორმაცია სიმართლეა. "ეს არ არის ტყუილი, მე ასეთი ვარ და ყოველთვის ვიყავი", — განაცხადა მომღერალმა.
7. მეგან ფოქსი
"ვფიქრობ, რომ ადამიანები ბისექსუალებად იბადებიან და არჩევანს ხშირად საზოგადოების ზეწოლის საფუძველზე აკეთებენ. ჩემს ბისექსუალობაში ეჭვი არასდროს შემპარვია", — განაცხადა მსახიობმა.
8. ბიორკი
"ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი რაღაც ხარისხით ბისექსუალია და ეს არჩევანზეა დამოკიდებული. კაცსა და ქალს შორის არჩევანის გაკეთება იგივეა, რაც ტორტსა და ნაყინს შორის არჩევანის გაკეთება", — ამბობს ბიორკი Diva-სთან ინტერვიუში.
9. ევან რეიჩელ ვუდი
Westword-ის ვარსკვლავი ერთ-ერთია იმ ადამიანთაგან, რომელიც საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ წლების განმავლობაში ღიად საუბრობდა.
10. და ბოლოს, ბილი ჯო არმსტრონგი
"ვფიქრობ, რომ ყოველთვის ბისექსუალი ვიყავი და ამ იდეისგან ჩვენი მშობლები და საზოგადოება გვაშორებს. ისინი ამბობენ, რომ ეს ტაბუა. მე კი ვფიქრობ, რომ ეს საერთოდაც არ არის ცუდი, პირიქით, ეს მშვენიერი რამეა", — ამბობს მომღერალი.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
კომენტარები