ირაკლი კობახიძე

14 Jun. 2022, 22:53

არ ვიცი, ცოტა მოუმზადებელია ეს ინიციატივა. ჩვენ ვიცით, ზოგადად, აქციის ორგანიზება ბევრ ნიუნასთან არის დაკავშირებული. ეს აქცია რომ ჩავარდეს, ეს იქნება ძალიან მძიმე [...] ცუდი სურათი, არასწორი სურათი რომ შეიქმნას ამ აქციაზე, ეს იქნება, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავთვალოთ, გავიაზროთ. ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. ერთპიროვნულად გამიჭირდება ამაზე პასუხად და არა მარტო. ანალიზი გვჭირდება ყველაფრის. აქცია როცა იგეგმება ასეთ მნიშვნელოვან თემაზე, ის უნდა იყოს კარგად გააზრებული, ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილებაც იქნება, ბუნებრივია, სათანადოდ გააზრებული.

ასე უპასუხა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პალიტრანიუსის ეთერში ჟურნალისტის კითხვას, შეუერთდებიან თუ არა 16 ივნისს აქციას. დღეს სალომე ზურაბიშვილი 16 ივნისს აქციის გამართვის ინიციატივით გამოვიდა და სირცხვილიას 20 ივნისის აქციის გადადებისკენ მოუწოდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  3. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  4. ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
  5. პასკა — სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ