სირცხვილია იღებს პრეზიდენტის მიწვევას 16 ივნისის შეკრებაზე და სთავაზობს, თავადაც მივიდეს 20 ივნისს
პრეზიდენტის პასუხად სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილია აცხადებს, რომ 20 ივნისის შეკრება არ გაუქმდება, თუმცა სურვილის შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, დაესწროს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: რამდენიმე წუთის წინ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეს შეკრება "ბევრ საფრთხეს უკავშირდება" და თუ ორგანიზატორები დაფიქრდებიან, შესაძლოა, გადაიდოს.
- მან 16 ივნისს ალტერნატიული შეხვედრა დააანონსა და მოუწოდა ხალხს, ევროპის მოედანზე მივიდნენ და იქ დააფიქსირონ ევროპული არჩევანი.
- 20 ივნისის აქციები გავრილოვის ღამის შემდეგ ყოველწლიურად იმართება — წელსაც მოქალაქეები აპირებენ, მასობრივი შეკრებით აჩვენონ მსოფლიოს ქართველი ხალხის ერთგულება ევროპული არჩევანისა და დასავლური ღირებულებებისადმი.
რას ამბობს სირცხვილია: აქტივისტების განცხადებით, წინააღმდეგობრივია, რომ პრეზიდენტი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას ევროინტეგრაციისთვის კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს, ალტერნატიულ აქციას ნიშნავს.
- "არა და არასოდეს!" — ასე, მისივე სიტყვების ციტირებით მიიღო ზურაბიშვილმა სირცხვილიასგან უარი აქციის გაუქმებაზე.
- "ქვეყანაში, სადაც ახალ წელს ორჯერ ვზეიმობთ, არაფერი დაშავდება, თუ ევროინტეგრაციისადმი ერთგულებასაც ორჯერ აღვნიშნავთ" — აცხადებენ აქტივისტები.
რა თქვა ზურაბიშვილმა: პრეზიდენტმა განმარტა, რომ 16 ივნიის შეკრებაზე პოლიტიკური განცხადებებისთვის ტრიბუნა არ იქნება და ყველა მივა, როგორც რიგითი მოქალაქე. მან ევროკავშირის ელჩი, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ოპოზიციია და მთავრობა მიიწვია.
- "ვთხოვ ყველა პარტიას და ხელისუფლებას, ყველას, ვისაც ევროპელობა აქვს განცხადებულ ან რეალურ მიზნად, რომ მოვიდეს და გადავდოთ ყველა სხვა ლოზუნგები და დაპირისპირება".
- ზურაბიშვილმა 20 ივნისის აქციაზე საუბრისას განახადა, რომ ახლა არ არის "დრო პოლიტიკური ამბიციების გამოჩენის და საზოგადოების დაყოფის, გახლეჩის".
- მანვე აღნიშნა, რომ თუ აქცია მაინც გაიმართება, დემონსტრაციის უფლება უნდა იყოს დაცული და გააფრთხილა ხელისუფლება, რომ ყველა ექსცესი მისი პასუხისმგებლობაა.
რა იგეგმება 20 ივნისს: სირცხვილიას და სხვა სამოქალაქო ჯგუფების ორგანიზებით, საღამოს 8 საათზე მოქალაქეები იკრიბებიან პარლამენტთან, რის შემდეგაც მსვლელობით წავლენ ევროპის მოედნისკენ.
- შეკრებილებს მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები.
- პარალელურად, ძალადობრივი ჯგუფები კონტრაქციით იმუქრებიან, თუმცა ამტკიცებენ, თითქოს შორიახლოს იქნებიან და მხოლოდ მაშინ ჩაერთვებიან, თუ "დაძაბულობა იქნება".
რას ამბობდა მთავრობა: პრემიერმინისტრმა ტრადიციული რიტორიკით აღნიშნა, თითქოს აქციას ნაციონალური მოძრაობა მართავს და ამით დისკრედიტაცია სცადა. მანვე განაცხადა, რომ მთავრობა "კანონით მონიჭებული უფლებით და ძალით" დაიცავს მშვიდობას და სტაბილურობას.
- "მინდა, ყველა გავაფრთხილო, რომ ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს, მეგობრებო, ვინმე არ წამოეგოს ამ პროვოკაციას, არც ერთ უკანონო ქმედებას არავის ვაპატიებთ".
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები