კრიტიკის შემდეგ ლიზომ ახალი სიმღერიდან შშმ პირების შეურაცხმყოფელი სიტყვა ამოიღო
საზოგადოების კრიტიკის შემდეგ ლიზომ თავისი ახალი სიმღერის, სახელად Grrrls-ის, ტექსტი შეცვალა. მომღერალი შშმ პირების მიმართ შეურაცხმყოფელი ტერმინის გამოყენებისთვის დაადანაშაულეს, რაზეც მან განაცხადა, რომ "შეურაცხმყოფელი ენის პოპულარიზაცია არასდროს სურდა".
ლიზოს ახალი სიმღერა გასულს პარასკევს გამოვიდა, რომელშიც ტერმინი "Spaz" იყო ნახსენები. გადატანითი მნიშვნელობით სიტყვა სულელ ადამიანს ნიშნავს, მაგრამ გარდა ამისა, ტერმინ "Spastic"-ის შემოკლებული ვერსიაა. ეს კი ცერებრალური დამბლის ერთ-ერთი ფორმის, სპასტიური დიპლეგიის აღმნიშვნელია
სიმღერის ტექსტი გააკრიტიკეს როგორც ლიზოს ფანებმა, ასევე შშმ პირებმა, მათმა დამცველებმა და სოციალური ქსელების სხვა მომხმარებლებმაც. ისინი ტერმინის ისტორიასა და შეურაცხმყოფელ მნიშვნელობას ხსნიდნენ და მათი აზრით, ლიზოს ასეთი შეცდომა არ უნდა დაეშვა.
"ჩემი ცერებრალური დამბლა კლასიფიცირდება, როგორც სპასტიური დიპლეგია (რაც ფეხების დაუსრულებელ ტკივილსა და შებოჭილობას გულისხმობს). შენი ახალი სიმღერის გამო კი ძალიან დამწუხრებული და გაბრაზებული ვარ. ‘Spaz’ სულელს ან გიჟს არ ნიშნავს, ეს შეურაცხმყოფელი ტერმინია და 2022 წელს მეტი მოგეთხოვება", — წერს ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებელი ლიზოზე.
"ნება მომეცით გითხრათ, რომ შეურაცხმყოფელი ენის პოპულარიზაცია არასდროს მსურდა. მე, როგორც მსუქან შავკანიან ქალს, ბევრი საშინელი სიტყვა მომისმენია ჩემს თავზე, ასე რომ, ვიცი, სიტყვებს რა ძალაც შეიძლება ჰქონდეს", — განაცხადა ლიზომ და აღნიშნა, რომ სიმღერის განახლებული ვერსია მალე გამოვა.
Grrrls ჯერ კიდევ არ იყო გამოშვებული და ადამიანებს სხვადასხვა მაღაზიაში მისი შესყიდვა არ შეეძლოთ. სიმღერაში სიტყვა, რომელიც გააკრიტიკეს, ფრაზით "hold me back" ჩანაცვლდა და ეს ახალი ვერსია ივლისში ხელმისაწვდომი გახდება.
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
კომენტარები