აშშ-მ უკრაინის უსაფრთხოების ახალი პაკეტი შეიმუშავა — რას ითვალისწინებს
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთთან საბრძოლველად უკრაინას 1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევენ. ამის შესახებ ბაიდენისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის შემდეგ გახდა ცნობილი.
რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინა ომის დაწყების პირველივე დღიდან ითხოვს მეტ იარაღს საკუთარი ტერიტორიისა და მოსახლეობის დასაცავად.
- ზელენსკის განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა კვლავ ძალიან რთულია.
- პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, რუსული და უკრაინული არტილერიის თანაფარდობა ზოგიერთ არეალში ათი ერთზეა.
ბაიდენი ამბობს, რომ ზელენსკის კიდევ ერთხელ დაუდასტურა მხარდაჭერა.
- "აშშ უკრაინის დემოკრატიას იცავს და მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს".
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მუშაობენ, რათა დააკმაყოფილონ უკრაინის მოთხოვნები.
- ბრიუსელში უკრაინის დახმარების მიზნით, რამშტაინის ბაზაზე თავდაცვის მინისტრების შეხვედრა იმართება. სწორედ ამ შეხვედრას ხელმძღვანელობს ლოიდ ოსტინი.
დეტალები: CNN პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ პაკეტი დამატებით საარტილერიო და სანაპირო თავდაცვის ტექნიკას მოიცავს.
- 18 155 მმ ჰაუბიცა, 155 მმ-იანი საბრძოლო მასალის 36000 ტყვია, 18 ტაქტიკური მანქანა ჰაუბიცების ასაზიდად;
- დამატებითი საბრძოლო მასალა მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის;
- ოთხი ტაქტიკური მანქანა აღჭურვილობის აღსადგენად, სათადარიგო ნაწილები და სხვა აღჭურვილობა.
- ორი Harpoon სანაპირო თავდაცვის სისტემა, ათასობით რადიო, ათასობით ღამის ხედვის მოწყობილობა, თერმული სამიზნეები და სხვა ტექნიკა.
არქივიდან: 9 მაისს ჯო ბაიდენმა უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტს ხელი მოაწერა. რითაც ბაიდენის ადმინისტრაციას საშუალება აქვს, უკრაინას შეიარაღება და სხვა მარაგები უფრო მარტივად და სწრაფად მიაწოდოს.
- ამჟამად შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით 6,3 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია უკრაინას ბაიდენის პრეზიდენტობის დროს.
- აქედან 5,6 მილიარდი დოლარი 24 თებერვლის შემდეგ.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი ამბობს რომ ქვეყანამ მიიღო სამხედრო დახმარების იმის მხოლოდ 10 პროცენტი, რაც დასავლეთისგან მოითხოვეს.
- "რაც არ უნდა ვიმუშაოთ, რაც არ უნდა პროფესიონალი იყოს ჩვენი არმია, ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარების გარეშე, უკრაინა ვერ შეძლებს ამ ომის მოგებას".
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები