სალომე ზურაბიშვილი

16 Jun. 2022, 19:31

მთავარი გზავნილი არის, რომ ჩვენ აქ ვართ მოსული მოუმზადებლად, არაორგანიზებულად. ეს იყო ჩემი მიზანი და ჩემი არჩევანი, რომ აქ არ ყოფილიყო ის, რასაც მიჩვეული ხართ — ანუ რაღაცა პარტიული შეხვედრები.

აქ მოქალაქები არიან, ვისაც სურვილი ჰქონდა, რომ დღეს გამოხატოს, რომ ჩვენ გვჯერა საქართველოს ბედი, საქართველოს პერსპექტივა ერთადერთი არის ევროპაში. ამის ჩვენება გვინდოდა ჩვენ ერთმანეთისთვის. 

სამწუხაროდ, ახლა დიდად ვერ ვაჩვენებთ, რომ ჩვენ ევროპელები ვართ და ევროპისკენ მივდივართ. ეს არეულობა ცოტა არ იყოს უხერხულიც არის, აი, აქ. 

მინდა ვთქვა. რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ აქ ყველა არის მოსული თავისუფლად, არავის არ აქვს სხვაზე მეტი უფლება. სხვათაშორის, აქ თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანიც იყოს, რომ ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქეებს კითხოთ, რატომ არის მოსული. მე ვარ ერთი რიგითი, არ ვარ აქ პრეზიდენტი. 

ძალიან ხშირად ან ერთ მხარეს ან მეორეს ავიწყდება, რომ პრეზიდენტი ვარ, ან არ უნდა აღიაროს, რომ პრეზიდენტი ვარ. დღეს აქ არ ვარ პრეზიდენტი, ვარ ერთი რიგითი მოქალაქე, რომელსაც გული შესტკივა ქვეყანაზე და სჯერა, რომ ამ ქვეყანას სხვა მომავალი არ აქვს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  2. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
  3. მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
  4. რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
  5. ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ