საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აქსის თაუერსი გაიხსნა
საქართველოს ბანკის განცხადებით, მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტების განხორციელების ხელშეწყობას განაგრძობენ. მათი თქმით, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, მასშტაბითა და მნიშვნელობით, გამორჩეული არქიტექტურის, უნიკალურად დატვირთული ფუნქციების მქონე აქსის თაუერსი გაიხსნა.
აქსის თაუერსის პროექტში დაახლოებით 150 000 000 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. პროექტში ბანკის თანამონაწილეობა 60 000 000 დოლარს შეადგენს.
"მოხარული ვარ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ისეთი მასშტაბური პროექტის განხორციელებაში, როგორიც აქსის თაუერსის მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელიც მოიცავს დეველოპმენტის ხუთ მიმართულებას: საცხოვრებელი, სასტუმრო, საოფისე, კომერციული და გასართობი ფუნქციები. აღსანიშნავია, რომ აქსის თაუერსი არის მთლიანად ქართული პროექტი, განხორციელებული ქართველი სპეციალისტების მიერ, ამასთანავე გლობალურ პარტნიორებთან თანამშრომლობით.
მჯერა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება, რომელიც არის ეკონომიკურად გამართული და მდგრადი, დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, შექმნის რა ახალ სამუშაო ადგილებს, ძალიან საინტერესო სივრცეს ტურისტებისთვის, ბიზნესებისთვის. მინდა მივულოცო კომპანიას პროექტის წარმატებით განხორციელება", — განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
პროექტის შესახებ
შენობის არქიტექტურული კონცეფცია სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: ეს არის ორი იდენტური ცათამბჯენი, ტყუპი კოშკები. კოშკები ერთმანეთის საწინააღმდეგოდ ბრუნავენ, რაც შენობების მოძრაობის ილუზიას ქმნის. აქსის თაუერსი ჯამში შედგება 41 სართულისგან, აქედან 4 მიწისქვეშაა, ხოლო 37 მიწის ზემოთ. სიმაღლეში სულ 147 მეტრია. კოშკების ყოველი სართული 2 გრადუსით ტრიალებს ღერძის/ბირთვის გარშემო.
კონსტრუქცია
უნიკალურია აქსის თაუერსის კონსტრუქციაც, რომელიც ზედხედში მოგაგონებთ საათს. მისი ძირითადი კომპონენტებია ბირთვი და ციფერბლატივით განლაგებული თორმეტი მასიური პილონი. რთული საინჟინრო გადაწყვეტილებებიდან აღსანიშნავია ხიმინჯების სისტემა, რომელთა სიღრმე, ძირითად შემთხვევებში, 30 მეტრს აღემატება. ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხიმინჯების საერთო სიგრძე კი 18 კმ-ს აღემატება.
მრავალფუნქციურობა
აქის თაუერსში თავმოყრილია დეველოპმენტის ხუთი მიმართულება: საცხოვრებელი, სასტუმრო, საოფისე, კომერციული და გასართობი ფუნქციები. აქ მაცხოვრებელ, მომუშავე ან დამსვენებელ ადამიანს არ სჭირდება გარეთ გასვლა უმაღლესი ხარისხის მომსახურების მისაღებად, სავაჭროდ, გასართობად და სხვა. ეს არის ერთგვარი შენობა — ქალაქი ქალაქში.
ინფრასტრუქტურა
ბანკის განცხადებით, აღსანიშნავია ის, რომ აქსის თაუერსი საკუთარ ტერიტორიაზე ქმნის საჯარო სივრცეს საფეხმავლო ქუჩას. მათი თქმით, ცნობილია, რომ თბილისს აკლია საფეხმავლო ქუჩები და ასეთები მხოლოდ ძველ თბილისში გვხვდება.
საქართველოს ბანკის თქმით, აქსის თაუერსის პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი სარგებელი მოუტანოს ქალაქს — აქ განთავსდება 7 რესტორანი და 2 ღია ბარი, კოქტეილ და ღვინის ბარები, რომლებიც ერთგვარ გასტრონომიულ მოგზაურობას სთავაზობს აქსის თაუერსის სტუმრებს და წარმოადგენს კომპლექსის რეკრეაციული ზონის შემადგენელ ნაწილს.
მიწის ქვეშ განლაგებული ოთხი სართულიდან ერთი სრულად ეთმობა სავაჭრო ცენტრს. 3 მიწისქვეშა სართულზე კი განთავსებულია ავტოსადგომი 500 მანქანაზე. აქსის თაუერსს ჯამში ემსახურება Mitsubishi-ს 33 ჩქაროსნული ლიფტი და 6 ესკალატორი. კომპლექს აქვს 16 დამოუკიდებელი გასასვლელი, რაც ხელს უწყობს შიდა ნაკადების დამოუკიდებელ მოძრაობას, ერთმანეთთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მრავალფუნქციური კომპლექსისთვის.
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
კომენტარები