უკრაინელი ჯარისკაცები შეიარაღებისთვის ფულის შესაგროვებლად ჭურვებზე სასურველ ტექსტს $40-ად აწერენ
უკრაინელი სტუდენტი ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სთავაზობს შესაძლებლობას, რომ მისთვის სასურველი შეტყობინება წააწერონ იმ ნაღმზე, რომელსაც უკრაინაში შეჭრილი რუსეთის სამხედრო ძალებს ესვრიან.
ამის შესახებ გამოცემა Insider წერს, რომელიც ამ იდეის ავტორს, ქალაქ ჩერკასიში მცხოვრებ 22 წლის სტუდენტს, ანტონ სოკოლენკოს დაუკავშირდა და პირადად მისგან გაიგეს, თუ როგორ შეძლო მან ამ წამოწყებით უკრაინის შეიარაღებისთვის ათასობით დოლარის შეგროვება.
ანტონმა სხვადასხვა სოციალურ მედიაში, მათ შორის Reddit-ზე, გაავრცელა სარეკლამო შეთავაზებები: "შანსი გაქვთ, ორკები დახოცოთ 82-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვებით, რომლებზეც თქვენს სასურველ ტექსტს წააწერენ და ისე ესვრიან რუს ჯარისკაცებს".
ამ შეთავაზებით საკმაოდ ბევრი დაინტერესდა და ანტონმა შეკვეთები მიიღო ბელგიიდან, გერმანიიდან, ავსტრალიიდან და სხვა ქვეყნებიდან ისეთი წარწერების თხოვნით, როგორებიცაა "სიყვარულით ალბანეთიდან" და "გილოცავთ მამის დღეს".
ანტონ სოკოლენკო აღნიშნავს, რომ ეს დამოუკიდებელი ინიციატივაა და მასში უკრაინის ოფიციალური სამხედრო პირები გარეულები არ არიან. ის დამკვეთებს ჭურვების გასროლამდე შესრულებული წარწერების დამადასტურებელ ფოტოებს უგზავნის, ოღონდ ისე, რომ უკრაინელი ჯარისკაცების იდენტობა და ადგილმდებარეობა ანონიმური რჩება.
სოკოლენკოს თქმით, ის შეკვეთებს ონლაინ იღებს, ძირითადად Telegram-ის საშუალებით და შემოსულ ფულს მთლიანად ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას ურიცხავს, რომელიც უკრაინული შეიარაღების დასახმარებლად მუშაობს. სწორედ ამ ორგანიზაციამ — ჯარის, ვეტერანებისა და მათი ოჯახების დახმარების ცენტრმა — ასევე დაუდასტურა გამოცემა Insider-ს, რომ ანტონმა უკვე 18 000 დოლარზე მეტი გადაურიცხა მათ.
ომის დაწყებისას ანტონ სოკოლენკო სხვა ბევრი თანამემამულის მსგავსად მოლოტოვის კოქტეილებს აკეთებდა, მაგრამ მოგვიანებით უფრო საჭირო საქმით დაკავება გადაწყვიტა.
"საკმარისად მამაცი არ ვარ, რომ ვიომო, ამიტომ რაც შემიძლია, იმას ვაკეთებ, რათა ჩვენს ჯარისკაცებს დავეხმარო და მტრები დავხოცო", — ამბობს ის.
არა მხოლოდ თავისი წამოწყების, არამედ უკრაინის შეიარაღებული ძალების შესახებ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში ტელეგრამის გვერდზე ავრცელებს, რომელსაც უკვე ათასობით გამომწერი ჰყავს.
კითხვას, რამდენად ეთიკურია მისი ეს პროექტი, სოკოლენკომ ასე უპასუხა:
"ცოტათი პროვოკაციული კითხვაა, მაგრამ როგორც უკრაინელმა, შემიძლია ვთქვა, რომ რაც მეტი რუსი ჯარისკაცი მოკვდება, მით უფრო ბედნიერი ვიქნები".
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
კომენტარები