გიორგი ხელაშვილი

18 Jun. 2022, 22:42

მოკლედ შევეხები ამ დეოლიგარქიზაციის თემას, ეს ოპოზიციისთვის შეიძლება, როგორც ამბობენ ხოლმე, საკუთარ ფეხში გასროლილი ტყვია აღმოჩნდეს. ვინაიდან, დეოლიგარქიზაცია ეს რის თემა, რომელიც მოხვდა სამივე ქვეყნის შესასრულებელ პირობებში, როგორც უკრაინაში, ისე მოლდოვაში, ისე საქართველოში.

ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც დააძალეს გასული წლის ნოემბერში ამ კანონის მიღება, დასავლეთმა და მიიღო უკრაინამ ეს კანონი. მასში ვკითხულობთ, მოდი, ვნახოთ როგორ არის ოლიგარქი განმარტებული და რა ეკრძალება ოლიგარქს ამ კამპანიის შედეგად: ოლიგარქი ეს არის პიროვნება, რომელიც ერევა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მეორე – ეს არის პიროვნება, რომელსაც აქვს გავლენა მასმედიაზე, მესამე – ეს არის პიროვნება, რომელსაც აქვს კომპანია, რომელიც დომინანტია ან მონოპოლია აქვს გარკვეულ სფეროში და მეოთხე – მისი ქონება აღემატება 84 მილიონ დოლარს, ნუ ჩვენ და უკრაინა დაახლოებით ერთი სასიცოცხლო მინიმუმები გვაქვს, ამიტომ მსგავსი იქნება ალბათ.

თუ ამას ავიღებთ, ოპოზიციის თითქმის ყველა წამყვანი პოლიტიკოსი ჯდება ზუსტად ამ კრიტერიუმებში, ოლიგარქიზაციის. ასე რომ, თუ ზედმეტს მოითხოვენ, შეიძლება, სწორედ...

ჩანაწერი სამივე ქვეყნისთვის ერთნაირი გაკეთდა, როგორც მოლდოვაში, ისე უკრაინაში, ისე საქართველოში, მაგრამ როდესაც ოპოზიცია ცდილობს, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილზე დამიზნებით დეოლიგარქიზაციის თემა წინ წამოწიოს, ამას შეიძლება მათთვის სრულიად გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს, თუკი მთავრობა და ევროპელები ამას სერიოზულად...

დიდი ალბათობით, ეს შეიძლება მათ შეეხოთ, [მიხეილ სააკაშვილსა და დავით კეზერაშვილს]. გეტყვით რა ეკრძალებათ მათ, თუ ისინი იდენტიფიცირებული იქნებიან, როგორც ოლიგარქები. პირველი — პოლიტიკური ორგანიზაციების და პარტიების, კანდიდატების მხარდაჭერა, დიდი საპრივატიზაციო ობიექტების შეძენა, პოლიტიკური კამპანიების, შეკრებებისა და დემონსტარციების დაფინანსება. ამ შემთხვევაში, პრაქტიკულად, ოპოზიციის დასასრული მოვა საქართველოში. 

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა იმედის ეთერში. ასე ეხმაურება ის ევროკომისიის დასკვნას, რომელშიც დეოლიგარქიზაციის აუცილებლობაზეა საუბარი. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  2. რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
  3. რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
  4. უჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს
  5. კობახიძე: თუ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის სამართლებრივი არგუმენტები, ღია ვართ დისკუსიისთვის

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე

ჰარი პოტერი რომ უბრალო ზღაპარი არ არის, ბევრი ჩვენგანი ამაში ჯერ კიდევ ბავშვობაში დარწმუნდა. თუმცა, როულინგის ამ…