Bassiani

20 Jun. 2022, 15:27

საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შანსი, პოლიტიკური ნების, შრომისა და ქმედებების საშუალებით დაუბრუნდეს არჩეულ გზას და ამისთვის, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის აქტიურობა, პასუხისმგებლობის აღება, ორგანიზება და შედეგის მიღწევამდე მუდმივი პროტესტი და მოძრაობაა საჭირო, რადგან ამ პერსპექტივის დაკარგვით კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ჩვენი სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობა, ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობა, ღირსეული ცხოვრებისა და შრომის პირობები, მწვანე და უსაფრთხო გარემო, თავისუფალი შემოქმედებითი თვითგამოხატვისა და განვითარების საშუალება.

გაუცხოებული და რკინის ფარდის მიღმა დარჩენილი ქვეყანა კულტურული და პოლიტიკური იზოლაციისთვის არის განწირული, სადაც ყველა იდეა და მიზანი ეფემერულია, ხოლო ყოფა, განვითარების ნაცვლად, არსებობისთვის ბრძოლად იქცევა, მოძრაობა ჩერდება და სიცარიელე რჩება. ამიტომ, ყოველგვარი წინაპირობებისა და დათქმების გარეშე, პოლიტიკური, იდეოლოგიური და სოციალური კუთვნილების მიუხედავად უნდა შევძლოთ პირადი ინტერესების ნაცვლად საერთო საზოგადოებრივი ინტერესითა და მიზნით მოქმედება.

20 ივნისს, 20:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე გამოსვლა ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა, რათა დავიცვათ და შევინარჩუნოთ თანასწორობაზე, თავისუფლებასა და სოლიდარობაზე, ღია კულტურასა და დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოს იდეა, რომლისთვისაც ათწლეულების განმავლობაში ვიბრძოდით. მხოლოდ ერთმანეთის მხარდაჭერით, გამხნევებით, ერთიანობითა და უპირობო სოლიდარობით შევძლებთ ერთმანეთის მომავლის გადარჩენას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
  2. მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
  3. რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
  4. რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
  5. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა

მოკლედ: სასამართლომ ბრალდებულად ცნო პირი, რომელიც ლილო მოლის ტერიტორიაზე შეკვეთით განზრახ მკვლელობის ფაქტზეა…