ირაკლი ღარიბაშვილი

21 Jun. 2022, 11:06

უსამართლოა, მაგრამ გვესმის და ევროპელი ლიდერებისგან გავიგეთ, რომ მათ გადაწყვიტეს მიენიჭებინათ სტატუსი უკრაინისთვის იმიტომ, რომ უკრაინა არის ომში, მოლდოვაც ძალიან მჭიდრო მეზობელი ქვეყანაა და ისიც ძალიან რთულ სიტუაციაშია.

თუ შევადარებთ საქართველოს მუშაობას, ჩვენს რეფორმებს, ყველაფერს, დამსახურებულად თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა, საქართველო იქნებოდა პირველი ქვეყანა, ვისაც მიენიჭებოდა ეს სტატუსი. რატომ? იმიტომ, რომ ძალიან კონკრეტული შედეგები გვაქვს, მაგრამ სამივე ერი არის ევროპული პერსპექტივის მქონე, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება ევროკავშირის, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს, ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და ბუნებრივია, მას მოჰყვება კანდიდატის სტატუსი გარკვეული პირობებით, მაგრამ მკაფიოდ მინდა ვთქვა, პირობები სამივე სახელმწიფოს განესაზღვრა.

როგორც ვთქვი, გავიგეთ ოფიციალური პოზიცია ევროპელი ლიდერების. აი, მაგალითად, პრეზიდენტმა მაკრონმა ბრძანა საჯაროდ, რამდენიმე დღის წინ, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა მიენიჭებინა უკრაინისთვის ეს სტატუსი, იმიტომ, რომ ომშიაო. ეს არის წახალისება, ეს არის ბონუსი უკრაინისთვის.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  2. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
  3. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  4. ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
  5. რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გიორგი გიგაშვილი: TV Imedi — ძალიან მრცხვენია ამ არხთან ჩემი წარსულის არსებობა

TV Imedi ძალიან მრცხვენია ამ არხთან ჩემი წარსულის არსებობა. ის ადამიანები მაკავშირებდნენ ამ ტელევიზიასთან და უკარგეს…