ტრანსგენდერ მოცურავე ქალებს ქალთა შეჯიბრებებში მონაწილეობა აეკრძალათ
წყლის სპორტის საერთაშორისო ორგანიზაცია FINA-მ ცოტა ხნის წინ ახალი გადაწყვეტილება გამოიტანა, რომლის მიხედვითაც, ტრანსგენდერ ქალებს ქალთა შეჯიბრებებში მონაწილეობა ეკრძალებათ, თუ კაცის სქესობრივი სიმწიფის ერთი ფაზა მაინც გაიარეს. FINA-ს მიხედვით, თუ ტრანსგენდერმა ქალმა ტრანზიციის პროცესი ტანერის შკალის მეორე სტადიის ან 12 წლის მიღწევის შემდეგ დაიწყო, ის ქალთა შეჯიბრებებში ვერ იასპარეზებს.
FINA-ს 152 წევრიდან გადაწყვეტილებას მხარი 71%-მა დაუჭირა. FINA-ს მიხედვით, სხეულში ტესტოსტერონის დონის მედიკამენტებით რეგულირების მიუხედავად, ტრანსგენდერი ქალები სისგენდერ ქალებთან (ინდივიდი, რომლის ბიოლოგიური სქესი ემთხვევა გენდერულ იდენტობას) შედარებით უპირატესობას ფლობენ.
"ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სპორტსმენების ასპარეზობის უფლება, მაგრამ ამასთანავე უნდა დავიცვათ სამართლიანი შეჯიბრების უფლება ჩვენს ღონისძიებებზე, განსაკუთრებით კი Fina-ს ქალთა შეჯიბრებებზე", — განაცხადა ორგანიზაციის პრეზიდენტმა.
FINA-ს თქმით, შეიქმნება ე.წ. ღია კატეგორია, რომელში მონაწილეობის უფლებაც ყველა სპორტსმენს ექნება:
"FINA ყველა სპორტსმენს მიესალმება. ღია კატეგორიის შექმნა ნიშნავს იმას, რომ ყველას ექნება პროფესიონალურ დონეზე ასპარეზობის შესაძლებლობა. ეს აქამდე არ მომხდარა, ამიტომ FINA იქნება პირველი", — განაცხადა ორგანიზაციის პრეზიდენტმა.
ეს რაგბის შემდეგ მეორე შემთხვევაა, როცა სპორტის ოლიმპიურმა ორგანიზაციამ ტრანსგენდერ ადამიანებს კონკრეტულ კატეგორიაში მონაწილეობის უფლება არ მისცა. სპორტის სხვა სახეობებში ტესტოსტერონის დონის შემოწმებით წყვეტენ, შეუძლია თუ არა ტრანსგენდერ ქალს ქალთა კატეგორიაში ასპარეზობა.
აღნიშნულ საკითხზე FINA-მ მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ წელს აშშ-ის ერთ-ერთ შეჯიბრებაში ტრანსგენდერმა მოცურავე ქალმა, ლია თომასმა გაიმარჯვა. ახალი გადაწყვეტილების შესაბამისად, ლია ქალთა კატეგორიაში ვეღარ იასპარეზებს.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები