5 სიტუაცია, რომელიც ყველა მძღოლისთვის ძალიან ნაცნობია
მძღოლებს ბევრი რამ გვაერთიანებს — ერთხელ მაინც აგვდუღებია წყალი ძრავში, უცნაური ხმების გადასაფარად მუსიკა ჩაგვირთავს, ან სულაც ისეთი საავარიო სიტუაციიდან დაგვიძვრენია თავი, რომ ამაზე მერე მეგობრებთან დიდხანს გვიტრაბახია.
არადა, რამდენ რამეს გვიმარტივებს მანქანა — ხალხით გადავსებულ ავტობუსში ასვლა და ცალ ფეხზე დგომა აღარ გვიწევს და შაბათ-კვირას არც ქალაქგარეთ გასვლაა პრობლემა, მაგრამ ისიც მართალია, რომ საჭესთან ჯდომას ახლავს სიტუაციები, რომლებიც ჩვენი გამძლეობის გამოცდას ემსგავსება. მაგალითად:
1. საცობში დგომა
როცა მძღოლებისთვის ნაცნობ, უსიამოვნო სიტუაციებზე ვსაუბრობთ, საცობში დგომას ვერ გამოვტოვებთ. ეს პროცესი რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე გრძელდება და რაც უფრო დიდხანს გვიწევს ლოდინი, სიმშვიდის შენარჩუნება მით უფრო რთულია. სწორედ ამიტომ, ხშირად გაიგონებთ და დაინახავთ მოთმინებადაკარგული მძღოლების შეძახილებს, მათ მცდელობას, რომ რიგს "გადააფრინდნენ", ან სულაც, ავარიას სრულიად უძრავ ავტომობილებს შორის.
2. მანქანის ხელოსნებთან დამეგობრება
გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო მანქანის ხელოსნებთან ალბათ ათობით საათი გაგვიტარებია და არ არსებობს მძღოლი, რომლის ტელეფონშიც ვერ შეხვდებით ნომერს — "zauri xadaviki". აქ კიდევ რამდენიმე პრობლემაც იჩენს ხოლმე თავს — რომელ ხელოსანს ეცლება ხვალ და არა მომდევნო თვის მეორე ნახევარში? ვინ გაგვიკეთებს მანქანას ისე, რომ ერთ კვირაში ხელახლა გასარემონტებელი არ გახდეს?
3. მანქანის ნაწილების ლოდინი
თუ გაგიმართლა და სანდო ხელოსანი იპოვე, იცოდე, რომ სიხარული ნაადრევია. ხშირად სასურველი ავტონაწილები სახელოსნოში არაა, ამიტომ დიიიიდხანს გვიწევს ლოდინი, სანამ ხელოსანი მას მოიძიებს, მიიღებს და გააკეთებს. გინდათ, უარესიც გითხრათ? — ზოგჯერ ავტონაწილები არც კი იშოვება ქვეყანაში.
თუმცა განახლებული Myparts.ge ამ პრობლემას უსწრაფესად მოგიგვარებს. პლატფორმაზე შეგიძლია შეიძინო ავტონაწილები ფიზიკური პირებისგან ან ონლაინ მაღაზიებისგან, მოიძიო სასურველი ავტონაწილი ე.წ. "დაშლილების" კატეგორიაში, მოითხოვო ექსპერტის დახმარება, გაეცნო ავტომომსახურებებს, ისარგებლო მიტანის სერვისით, ან თავად გაყიდო ავტომობილის მეორადი ნაწილები.
4. პარკირება და მასთან დაკავშირებული სირთულეები
არა, აქ პარალელური პარკირების სირთულეზე არ გიყვებით. უბრალოდ, ყველა მძღოლმა იცის, რომ ქალაქში თავისუფალი ადგილის მოძებნა რთულია. ეს ის სიტუაციაა, რომლის დროსაც არანაკლები გაუთვალისწინებელი შემთხვევები ხდება. პარკინგიდან კი ისევ ხელოსანთან ვბრუნდებით და ეს პროცესი უსასრულო წრეს ემსგავსება, რომელმაც შეუძლებელია, მოთმინება არ დაგაკარგვინოს.
5. მანქანის სეზონური განახლება
ზამთრის ან ზაფხულის საბურავების შერჩევა, ზეთის გამოცვლა, ქიმწმენდა და სხვა წვრილმანი საქმეები ზუსტად მაშინ იჩენს ხოლმე თავს, როცა ხელფასამდე რამდენიმე ათეული ლარი გაქვს შემორჩენილი. ამის გამო ზოგჯერ ავტომობილის სახლში დატოვება და რამდენიმე დღით იმ ტრანსპორტზე "გადაჯდომა" გვიწევს, სადაც ჯდომის რა მოგახსენოთ და, მოხერხებულად დგომაც სანატრელია ხოლმე.
მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სიტუაციები სასიამოვნო არავისთვისაა, არსებობს საშუალება, რომელიც ყველა მძღოლის სანდო დამხმარედ იქცევა.
თუ ავტომობილთან დაკავშირებულ პრობლემებს ვეღარ აუდიხარ, Myparts.ge-ს მიმართე და ბევრად მშვიდად მიუჯექი საჭეს.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
კომენტარები