მარკეტა გრეგოროვა

22 ივნ, 2022

ეს არის ტყუილი. მე ვიყავი შეხვედრების ოთახში ოპოზიციის წევრებთან ერთად და ისინი თითქმის გვევედრებოდნენ, რომ მიგვენიჭებინა კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის. ძალიან მოულოდნელი იყო შემდგომ, ბოდიში, მაგრამ ნამდვილი ტყუილების მოსმენა იმისგან, ვინც არ ყოფილა იმ დროს ოთახში. ესეც პრობლემაა. ბატონი ღარიბაშვილი პირადად უნდა ჩამოვიდეს ბრიუსელში და დაგველაპარაკოს შეშფოთებაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს ან მას აქვს.

კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული პრობლემა საქართველოს გამოა და არა რუსეთის ან უკრაინაში ომის. მოლდოვის შემთხვევაში თუ ვისაუბრებთ სიმბოლურ მიზეზზე, ჩვენ სტატუსს ვანიჭებთ, თუ ქვეყანა პროევროპული და დემოკრატიულია, მაგრამ საქართველო ამჟამად არ ასრულებს ყველა რეფორმას, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს. ეს არის სასამართლო სისტემის რეფორმა, დეოლიგარქიზაცია, რომელზეც კომისია საუბრობს, ეს ყველაფერი საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას იწვევს.

ქართული ოცნება და საქართველოს მთავრობა მუდმივად ვერ მიიღებს მხოლოდ ჩვენგან. მაგალითად, მიიღოს ფულადის სახსრები, მხარდაჭერა და შემდეგ არაფერი გაიღოს თავად. ჩვენ გვჭირდება, რომ დავინახოთ რეფორმები. თუ ქართულ ოცნებას სურს კანდიდატის სტატუსი, რუსეთის წინააღმდეგ ომი კი არ უნდა აწარმოოს, არამედ დემოკრატიული რეფორმები გაატაროს. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, ეს სისტემური რამაა. ევროპარლამენტში არსებობს რეზოლუცია, სადაც უკვე ნახსენებია ივანიშვილი, როგორც კონკრეტული პრობლემა. გულწრფელად გეყბნებით, დეოლიგარქიზაცია საერთოდ არ არის მიმართული სააკაშვილისკენ, ის წლები არ ყოფილა საქართველოში, ახლა კი ციხეშია მომაკვდავი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. იტალიის პარლამენტი საქართველოზე რეზოლუციის მიღებასა და სანქციების წრის გაფართოებას გეგმავს4520 ნახვა
  2. სტუდენტების მიმართვა: "გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა, ანუ "ქართული ოცნება" სამუდამოდ მოშორდეს საქართველოს!"2752 ნახვა
  3. საქართველოში დამატებით 9 საეკლესიო დღესასწაული შესაძლოა, უქმე დღედ გამოცხადდეს1817 ნახვა
  4. "მე მაინც არ მგონია, რომ ევროკავშირი ამ დონეს არ იკადრებს" — დავით მათიკაშვილი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე1788 ნახვა
  5. ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან წავიდა1505 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ირაკლი ღარიბაშვილი: არცერთი თანამდებობა არ არის მარადიული

არცერთი თანამდებობა არ არის მარადიული. არცერთი თანამდებობა არ ყოფილა ჩემი თვითმიზანი, — ამის შესახებ ქართული…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~