ანდრიუს კუბილიუსი

23 ივნ, 2022

სამწუხაროა, რომ საქართველოს ახლა ასეთი რიტორიკის მქონე პრემიერი ჰყავს. კომისიამ ძალიან მკაფიოდ თქვა, რატომ გამოყვეს საქართველო უკრაინისგან და მოლდოვასგან და რატომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი — ეს იყო პოლიტიკური პოლარიზაცია. ნაცვლად იმისა, რომ პრემიერი გამოვიდეს, მიიწვიოს პოლიტიკური ძალები და გადადგას ნაბიჯები განსხვავებული მიდგომის, ერთიანობის დემონსტრირებისთვის ან ერთიანი ეროვნული მთავრობის ჩამოყალიბებისთვის, ის პირველ რიგში ადანაშაულებს ოპოზიციას ცრუ ბრალდებებით.

ბევრი ოპოზიციონერი ჩამოდის, ჩამოდიან ქართული ოცნების წევრებიც და ყველა გვთხოვს, რომ საქართველოს კანდიდატობას მხარი დავუჭიროთ, მაგრამ განცხადებები საქართველოს ომში ჩართვის შესახებ არამხოლოდ სრული სიცრუეა, არამედ აჩვენებს, რომ ქართულ ოცნებას რაღაც საიდუმლო გეოპოლიტიკური დღისწესრიგი აქვს. არავინ არავის სთხოვს ომში ჩართვას, საჭიროა საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის ინსტიტუტებს ბოდიში მოუხადოს, რადგან ბრალდებები სრული სიცრუეა. 

ბოლო დროს გაკეთდა არაერთი განცხადება და გადაიდგა არაერთი ნაბიჯი, მაგალითად ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტის დაკავება იყო. საქართველოს მთავრობა მიზანმიმართულად აკეთებდა ყველაფერს, რომ კომისიისგან ნეგატიური შეფასება მიეღო. ახლა სააკაშვილზე იმის თქმა, რომ ოლიგარქია და გავიწყდება შენი ნამდვილი ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი, აჩვენებ, რომ მთავრობას არ შეუძლია სერიოზულად მიუდგეს რა თქვეს კომისიამ და ევროპარლამენტმა. თან ცდილობენ რაღაც თამაშის თამაშს და ზოგჯერ ეს გიჟური თამაშებია, ამით კი წირავენ საქართველოს მომავალს. [ფორმულას თარგმანი]


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ლაშა პაპაშვილის ფერმა "ყვარლის ბაგა", რომლის რძესაც "სოფლის ნობათი", "სანტე" და "აგროჰაბი" ყიდულობს — ძროხას ქათმის ნაკელს აჭმევდა9072 ნახვა
  2. რუსეთის რამდენიმე ოლქში ორსულ სკოლის მოსწავლეებს ერთჯერად ფულად დახმარებას, 100 000 რუბლს გადასცემენ8935 ნახვა
  3. TI: ცნობილია "ქართული ოცნების" 98 წარმომადგენლის ვინაობა, რომლებიც დასავლურმა სამყარომ დაასანქცირა3245 ნახვა
  4. კიმბერლი ლოუ წერს, რომ მსოფლიო მშვიდობის სამიტზე, რომელიც საქართველოში შემოდგომაზე ჩატარდება, ტრამპი, პუტინი და სი ძინპინია მოწვეული2227 ნახვა
  5. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა2113 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~