ირაკლი ღარიბაშვილი

24 Jun. 2022, 14:37

ჩემი მაშინდელი ემოციური რეაქცია იყო აბსოლუტურად გააზრებული და მე ეს შეგნებულად გავაკეთე. რომ არა ჩემი და ჩვენი გუნდის პრინციპული დამოკიდებულება და ჩვენი საჯარო მიმართვა ევროპისადმი, შესაძლოა, ვახსენებ რა ჩვენს ოპონენტებს, მათ ლობისტებს და პარტნიორებს, შესაძლოა, საქართველოს დღეს არ მიეღო ეს დამსახურებული ევროპული პერსპექტივა. ამის რისკები დავინახეთ ჩვენ. ვინაიდან, წარმოგიდგენიათ, ყოვლად უსამართლო, შეურაცხმყოფელი რეზოლუცია იქნა მიღებული და ჩვენ ეს ღიად ვთქვით ყოველგვარი დაფარვის და მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, რომ ჩვენ არ შევეგუებით არასდროს უსამართლობას და შეურაცხყოფას და ყოველთვის გვექნება ძალიან მძაფრი, სამართლიანი და პროპორციული შეფასებაც, ქმედებაც და რეაქციაც. რა თქმა უნდა, ჩემი და ჩემი გუნდის ამ პრინციპულობას გარკვეული როლი ამაში მიუძღვის. ამ ჩვენმა პრინციპულმა, მტკიცე დამოკიდებულებამ და ჩვენმა დემონსტრაციამ თავისი როლი შეასრულა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  2. რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
  3. რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
  4. უჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს
  5. კობახიძე: თუ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის სამართლებრივი არგუმენტები, ღია ვართ დისკუსიისთვის

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს

ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ უნდა იმოძრაოს ევროკავშირის მიმართულებით და იზიარებს ევროკავშირის ღირებულებებს. არის…