შსს ამბობს, რომ პრაიდკვირეულის ღონისძიებებს დაიცავს და ძალადობრივ ჯგუფებს კანონის დაცვისაკენ მოუწოდებენ

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge
შინაგან საქმეთა სამინისტრო Tbilisi Pride-ს მიერ დაანონსებულ პრაიდკვირეულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება ძალადობრივ ჯგუფებს მოუწოდებს, არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას
რატომ არის მნიშვნელოვანი: Tbilisi Pride ითხოვს, მთავრობამ საჯაროდ და მკაფიოდ განაცხადოს, რომ დაიცავს კვირეულის ღონისძიებებს, თითოეული მონაწილის უსაფრთხოებას.
- Tbilisi Pride ასევე ითხოვს, დასაჯონ 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები, რომლებიც ღიად აგრძელებენ ძალადობრივ საქმიანობას.
- 2021 წელს პრორუსულმა ჯგუფებმა რუსთაველის გამზირზე, სადაც ღირსების მარში იყო დაგეგმილი, 50-ზე მეტ ჟურანალისტზე იძალადეს. 5 ივლისს ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
- წელს ღირსების მარში არ ჩატარდება, ყველა სხვა დაგეგმილი ღონისძიება კი გაიმართება დახურულ სივრცეში. თუმცა ძალადობრივი ალტ-ინფო კვლავ იმუქრება.
შსს-ს განცხადებით, კვირეულის უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით, იმართება შეხვედრები გაეროს, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და Tbilisi Pride-ს მონაწილეობით.
- "პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში, სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება".
დეტალები: Tbilisi Pride-ს ორგანიზაცია აცხადებს, რომ ორი თვეა შსს-ს აწვდიან ზუსტ, დეტალურ ინფორმაციას ღონისძიებებზე და ასევე, გაჟღერებულ მუქარებზე.
- ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ პრემიერმინისტრი ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში სდებს ბრალს და მათ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებას ცდილობს.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მიმართავს შსს-ს, თავიდან აირიდოს 2021 წელს დაშვებული შეცდომები. მოუწოდებს:
- უზრუნველყოს თბილისი პრაიდის აქტივისტთა უსაფრთხოება;
- დაიცვას მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელისშეშლისაგან;
- ჰქონდეს დროული და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ძალადობრივ მოწოდებებსა და შუღლის გაღვივების ყველა მცდელობაზე.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
კომენტარები