ვთქვათ გაქვთ სამშენებლო მასალების ან სურსათის მაღაზია, ტანსაცმლის ბუტიკი, სასაწყობე მეურნეობა, სათბური ან ნებისმიერი სავაჭრო ობიექტი, სადაც ნაშთების კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაშინ გჭირდებათ სისტემა, რომელიც მორგებული იქნება მარაგების მართვაზე.

Balance Shop არის სააღრიცხვო სისტემა, რომელსაც აქვს მარაგების ანალიტიკური რეპორტებით აღრიცხვის ფუნქციონალი, თან მუშაობს Cloud ტექნოლოგიით.

ფოტო: Balance.ge

როგორ გამოვიყენებ Balance Shop-ს მაღაზიაში?

Balance Shop-ი დიდი ERP სისტემების პრინციპით მუშაობს — ინტეგრირდება მაღაზიის სავაჭრო მოწყობილობებთან: მაგნიტური ბარათების წამკითხველთან, სკანერთან, საბანკო ტერმინალთან, სალარო აპარატთან, სასწორთან და ა.შ. ამგვარად იქმნება ერთიანი სისტემა. ამასთან, Balance Shop აქვს თავისივე POS-ი — მოლარის თაჩიანი სამუშაო სივრცე.

ფოტო: Balance.ge

როგორ ვაკონტროლოთ მარაგები?

Balance Shop-ში აღრიცხავთ როგორც ფიზიკურ, ისე ვირტუალურ საწყობებს. თითოეული საწყობის მიანიჭებთ პასუხისმგებელ პირს და გაწერთ პროგრამულად. პროგრამაში შესაძლებელია დაფიქსირდეს საწყობებს შორის მარაგების გაცვლის მოთხოვნები, მოთხოვნის შემდგომ გადაადგილება და მოთხოვნილი პროდუქციის მიღების შემდგომ დადასტურება მიმღები საწყობის მიერ. ეს ფუნქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მექანიზმია მენეჯრებისა და დირექტორებისთვის, რათა საწყობებს შორის მარაგების შეცდომით გადაწერა თავიდან იქნეს აცილებული.

რაც შეეხება მაღაზიაში ვაჭრობის პროცესს, Balance Shop-ში გაყიდვის ოპერაციის გატარების შემდეგ, გაყიდული პროდუქცია ავტომატურად ჩამოიწერება საწყობიდან.

ფოტო: Balance.ge

როგორ ავაწყოთ შეუფერხებელი გაყიდვის პოცესი?

Balance Shop-ს აქვს უარყოფითი ნაშთების რეპორტი, რომელსაც ყველაზე აქტიურად საცალო გაყიდვებში იყენებენ. ასეთ სავაჭრო ობიექტებში მარაგები სწრაფად იხარჯება და შესაბამისად სწრაფად შევსებაც არის საჭირო - მაგალითად, სურსათის მაღაზიაში, ხილ-ბოსტნეულის კუთხეში და ა.შ. ხშირ შემთხვევაში მოლარეს უწევს ისეთი პროდუქციის გაყიდვაც, რომელიც ჯერ არ არის მარაგებში აღრიცხული პროგრამულად, ასეთ დროს კი პროდუქცია მინუსში გადის. Balance Shop-ის უარყოფითი ნაშთების რეპორტში მენეჯერს შეუძლია მარტივად შეამოწმოს რა პროდუქციაა გასული მინუსში და რამ გამოიწვია ეს, ამგვარად აღრიცხვასაც მარტივად გაასწორებს.

ფოტო: Balance.ge

როგორ ვმართო Best Seller პროდუქცია?

გაყიდვებში როგორც წესი გამოვლინდება ხოლმე ყველაზე გაყიდვადი — ე.წ. Best Seller პროდუქცია. ასეთ პროდუქტზე მოთხოვნა დიდია და სწრაფად იყიდება, ანუ მარაგიც ხშირ-ხშირად უნდა შეივსოს. Balance Shop-ში ასეთი პროდუქტებისთვის მინიმალური ნაშთების დადგენაა შესაძლებელი: როდესაც ნაშთი დადგენილ რაოდენობამდე შემცირდება, ეს კონკრეტული პროდუქტი "გაწითლდება" საწყობის რეპორტში, იქვე გამოჩნდება გადახრის ზუსტი რაოდენობაც, რაც მენეჯერისთვის ნიშანი იქნება, რომ მარაგი იწურება და შესაკვეთია.

ფოტო: Balance.ge

როგორ უზრუნველვყოთ მუდმივად ჯანსაღი პროდუქცია?

ხილ-ბოსტნეულის, რძის ნაწარმის და ზოგადად საკვები პროდუქტების მაღაზიებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვარგისიანობის ვადებისთვის თვალყურის დევნება. Balance Shop-ში პროდუქციის აღრიცხვა შესაძლებელია სერიების მიხედვით, რაც საშუალებას იძლევა გაკონტროლდეს თითოეულ პროდუქტის ვარგისიანობის ვადა და ვადაგასული პროდუქციაც დროულად ჩამოიწეროს.

ფოტო: Balance.ge

როგორ ავღრიცხოთ მომხმარებლების შეთავაზებები?

როგორც საცალო, ისე საბითუმო გაყიდვებში ხშირია ფასდაკლებები და განსაკუთრებული შეთავაზებები. Balance Shop-ში დაადგენთ სპეციალურ ფასებს და შეთავაზებებს განსაკუთრებული მომხმარებლებისთვის. პირობები გაიწერება პროგრამულად, შემდეგ კი, გაყიდვის პროცესში პროგრამა ამ კონკრეტულ მომხმარებელზე გაყიდულ პროდუქციას ავტომატურად გაატარებს ფასდაკლებული ფასით.

Balance Shop-ში პროგრამულად აღირიცხება დაგროვებითი და ფასდაკლების ბარათებიც. შესაძლებელია წინასწარ გაიწეროს ფასდაკლებები კონკრეტულ პროდუქტებზე ან კონკრეტულ პერიოდზე — მაგალითად, ფასდაკლება ქალების სუნამოებზე 8 მარტს.

რომ შევაჯამოთ, თუ დიდი ERP სისტემების მუშაობის პრინციპი მოგწონთ, თუმცა მათი ფასი თქვენს ბიუჯეტში არ გაგითვალისწინებიათ, ამასთან თვლით, რომ, შემცირებული ERP სისტემებითაც გადაწყდება თქვენი ბიზნეს-პროცესები, მაშინ Balance Shop-ით სულ რაღაც 59 ლარად (თვეში) შეძლებთ მაღაზიისა და საწყობის ავტომატიზაციას Cloud-ზე. ხოლო თუ საწყობისა და მაღაზიის პროგრამა საკმარისი არაა და საბუღალტრო პროგრამაც გჭირდებათ, მაშინ Balance Enterprise უნდა აირჩიოთ, რომელიც ერთიან სივრცეში აქცევს როგორც ვაჭრობას, ისე ბუღალტერიასა და ფინანსებს.

დემო: www.balance.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის: 596 105 890