მიხეილ სარჯველაძე

30 Jun. 2022, 22:56

მე უშუალოდ არ შევსწრებივარ ამას, მაგრამ გაკეთდა კომენტარები და აიხსნა, რომ იქ ადგილი ჰქონდა რაღაც ისეთ პროვოკაციას, რომლის სიტყვებსაც მე ნამდვილად ვერ გავიმეორებ. შეიძლება ამ დროს ადამიანმა ვერ მოითმინოს და მოხდეს კონფლიქტი. როგორც ჩანს, ამასთან გვქონდა საქმე, ასეთ შემთხვევასთან გვქონდა საქმე. ცუდია, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდი ინციდენტია, მაგრამ რთულია როდესაც საქმე გვაქვს ასეთი ტიპის პროვოკაციებთან და შემდეგ ბუნებრივია, რომ ამას ცუდი რეაქცია შეიძლება მოჰყვეს, ადამიანური ფაქტორია ეს, ბუნებრივია.

ძალადობაზე როგორ შეიძლება ზოგადად ვთქვათ, რომ კარგია, ზოგადად თავშეკავება ჯობია, არის ხოლმე, შეიძლება ვეღარ მოითმინო, ვეღარ შეიკავო თავი. თუ იმის მტკიცებას აპირებს ვინმე იქიდან, რომ უმიზეზოდ მივარდნენ და ვინმემ ვინმე გალახა, ამას არც დაიჯერებს არავინ. [...]

ვცდილობთ ახსნას ნუ წარმოვაჩენთ, რომ მივარდნენ ადამიანები მეორეს და იძალადეს მასზე, რა აპროვოცირებს ეს უნდა ითქვას, ეს არის მნიშვნელოვანი. ეს იმდენად მძიმე ამბავია, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არ არის სასიამოვნო საყურებელი, სასიამოვნო ამბავი, მაგრამ ეს არის უბრალოდ ფაქტი, რაც მოხდა, დანარჩენი უნდა შეაფასოს საზოგადოებამ, ეს არის და ეს.

ამბობს პალიტრანიუსის ეთერში ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე. TV პირველის მფლობელს, ვატო წერეთელს აშშ-ს საელჩოს ღონისძიებაზე ქართული ოცნების დეპუტატები თავს დაესხნენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ბესარიონ მეტონიძე — მუცლის კედლის თიაქრები
  3. მთავრობის პროპაგანდისტი: ჩემი ადგილი ევროპაშია, მაგრამ ევროპა ჩემთვის ევროკავშირი არ არის
  4. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  5. იმედი: ქართული ოცნების მიერ დაანონსებულ კონტრაქციას, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

თიბისის მხარდაჭერით, მულტიფუნქციური კომპლექსი სიმეტრია ჯიქია შენდება

თიბისის მხარდაჭერით, საბურთალოზე მულტიფუნქციური კომპლექსი სიმეტრია ჯიქია შენდება. კომპლექსი 3 მიმართულებას აერთიანებს:…