თეა წულუკიანი

1 Jul. 2022, 15:46

ჩემი აზრით, ეს ინციდენტი კიდევ ერთხელ მოწმობს და ადასტურებს, რომ ჩვენ, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ვართ მუდმივი თავდასხმის, მუდმივი შეურაცხყოფის ქვეშ, აქამდე ეს იყო ვერბალური, ახლა უკვე გადაზრდილი ფიზიკურ თავდასხმასა და შეურაცხყოფაში. გვივარდებიან ოჯახებში, აშინებენ სწორედ ამ ტელევიზიის წარმომადგენლები, რომელსაც TV პირველი დაერქვა, მისი ხელმძღვანელისა და დამფუძნებლების დავალებებით გვივარდებიან ოჯახებში, აშინებენ ბავშვებს, ვინც იქ დახვდებათ, აშინებენ პენსიონერ მშობლებს. ამის მსხვერპლი ჩვენც ვყოფილვართ, მე და ჩემი ოჯახი და ეს ინციდენტი ადასტურებს კიდევ ერთხელ იმას, რომ ეს არის გუნდი, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი. შესაბამისად, მთავარი, რაც მინდა, დღეს ვთქვა, არის ის, რომ ჩვენ გვმართებს კიდევ უფრო მეტი სიფრთხილე, რადგან როგორც ჩანს, აგონიაში მყოფი ძალა იკადრებს ყველაფერს, ინდივიდუალურ და სახელმწიფო დონეზე.

ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები, ამიტომაც თითოეულმა ადამიანმა, განსაკუთრებით პოლიტიკაში მყოფმა პირებმა, რაც არ უნდა ძნელი იყოს, გამოვიჩინოთ მეტი მოთმინება, მაგრამ ჩვენც ადამიანები ვართ და ხან მოვითმენთ, ხან აღმოჩნდა, რომ ვერ მოვითმინეთ. ხან მოვითმენთ არის შემთხვევების 99,9 პროცენტში და ათი წელია, მოთმინებით ვართ დაკავებული. ადამიანი ხარ და ხანდახან შეიძლება, ვერ მოითმინო. უნდა იყო ძალიან, ძალიან ფრთხილად სახელმწიფო დონეზე, ინდივიდუალურ დონეზე. ვინაიდან ისინი უკვე ჩიხში მოქცეულები არიან, ყველაფერზე წავლენ, რათა როგორმე გამოიწვიონ დესტაბილიზაცია და ალბათ დაგეგმავენ კიდევ მრავალ სხვა მსგავს პროვოკაციას.

ასე ეხმაურება კულტურის მინისტრი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მიერ TV პირველის მფლობელზე, ვატო წერეთელზე ძალადობას და მის გამართლებას ცდილობს. წულუკიანის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  3. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  4. ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
  5. პასკა — სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება

ცნობილმა ქართულმა მუსიკალურმა ჯგუფმა, LOUDspeakers-მა, ახალი სიმღერა, როგორ გავძლებთ აქ? გამოუშვა. სიმღერის მოსმენა…