უკრაინა და რუსეთი ბელგოროდის დაბომბვას ერთმანეთს აბრალებენ — რა მოხდა
ბელგოროდი რუსეთის ერთ-ერთი ოლქია, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 25 კილომეტრში მდებარეობს. ტერიტორია გუშინ დაიბომბა, რასაც მსხვერპლი მოყვა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: დაბომბვაზე პასუხისმგებლობა არცერთ მხარეს არ აუღია და მოწინააღმდეგეს ადანაშაულებენ.
- ვინაიდან ბოლო პერიოდში რუსეთში არაერთი დივერსიული აქტი მოხდა, რუსული მედია ამტკიცებს, თითქოს ესეც უკრაინული მხარის მოწყობილია.
- პარალელურად, უკრაინულ მედიებში ვრცელდება, ქალაქში ჩამოვარდნილი რაკეტის კადრები და ამტკიცებენ, რომ ის რუსული წარმოებისაა.
დეტალები: გვიან ღამით, დაახლოებით 3 საათზე სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, რომელიც ბელგოროდში გაჩენილ ხანძარს ასახავდა.
- მოგვიანებით ქალაქის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა 4 და დაშავდა 4 ადამიანი.
- რუსული მხარის მტკიცებით, გარდაცვლილთაგან მხოლოდ 1 არის რუსეთის მოქალაქე, 3 კი უკრაინელია.
- მერის თქმით, ნაწილობრივ დაზიანდა 26 მაღალსართულიანი და 46 კერძო სახლი.
რას ამბობს რუსეთი: რუსმა სენატორმა ანდრეი კლიშასმა ბელგოროდში მომხდარს უკვე უწოდა "უკრაინის მხრიდან პირდაპირი აგრესიის აქტი", რომელიც მოითხოვს "ყველაზე მკაცრ, მათ შორის სამხედრო პასუხს".
- რუსეთის დუმაში კი განაცხადეს, რომ ზელენსკიმ მომხდარისთვის პასუხი უნდა აგოს.
- უკრაინის ბრალეულობის დასადასტურებლად, კურსკის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ მიმდებარედ იმავე ღამეს ჩამოაგდეს უკრაინელების დრონი.
- უკრაინული მედია კი წერს, რომ უცნობია, აქვს თუ არა მსგავსი დრონი მათ ჯარს, მაგრამ ის საბჭოთა წარმოებისაა და ნამდვილად აქვს რუსულ მხარეს.
რას ამბოს უკრაინა: ექსპერტების განცხადებით, გავრცელებული ფოტოზე ჩანს, რომ პანცირის საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც უკრაინას არ გააჩნია, მაგრამ არის რუსული ჯარის მარაგებში.
- ჟურნალისტი და სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის უკრაინის დელეგაციის წევრი დენის კაზანსკი აცხადებს, რომ ბელგოროდზე თავდასხმები რუსეთმა განახორციელა.
- დენის კაზანსკი: "როგორც ჩანს, რუსი სამხედროებისთვის რაღაცამ ისევ არასწორად იმუშავა და რაკეტები საერთოდ არ გაფრინდნენ იქ, სადაც დაგეგმილი იყო".
- ანტონ გერაშენკო: "პუტინმა გადაწყვიტა ძველი დროის გახსენება და ბელგოროდის საცხოვრებელ ზონაში დარტყმის ბრძანება გასცა, ისევე როგორც 20 წლის წინ ააფეთქეს საცხოვრებელი კორპუსები მოსკოვსა და ვოლგოდონსკში, რათა ეს გამოეყენებინათ ჩეჩენბზე შურის საძიებლად".
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
კომენტარები