რას გულისხმობს Check-Up და რა არის მისი უპირატესობები?
მეოთხე წელია რაც თოდუას კლინიკაში Check-Up სერვისი დაინერგა. ის ჯანმრთელობის პროფილაქტიკურ სამედიცინო გამოკვლევას ანუ დაავადების განვითარების რისკფაქტორების ან პათოლოგიების ადრეულ სტადიაზე გამოვლენას გულისხმობს. შესაბამისად, მისი მიზანი ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემების წინასწარ აღმოფხვრა, მკურნალობის გამარტივება და სამედიცინო ხარჯების დაზოგვაა.
რას გულისხმობს უფრო კონკრეტულად Check-Up, რატომ უნდა ვისარგებლოთ ამ სერვისით და როგორ მივიღოთ მომსახურება? — ამ და სხვა საკითხებზე დეტალურად ვესაუბრეთ Check-Up -ს განყოფილების ხელმძღვანელს თამარ ეჯიბაძესა და თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის თერაპევტს, მაკა ღუჭაშვილს.
კონკრეტულად, რას გულისხმობს Check-Up სერვისი და რატომ გადაწყვიტეთ თოდუას კლინიკაში მისი დანერგვა?
თამარ ეჯიბაძე: — "Check-Up ჯანმრთელობის პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევაა, რომელიც თავს უყრის ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებს და აერთიანებს სხვადასხვა სპეციალისტის კონსულტაციებს. პაციენტი მთელ ამ მომსახურებას ერთ სივრცეში და ვიზიტის ფარგლებში, რამდენიმე საათში იღებს. Check-Up-ი ამომწურავ ინფორმაციას იძლევა პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ, მის პოტენციურ საფრთხეებსა და რისკ-ფაქტორებზე და ეხმარება მას მათ აცილებასა თუ მართვაში. Check-Up-ის დროს ხშირად ვლინდება ადრეული სტადიის, უსიმპტომოდ მიმდინარე დაავადებებიც, რომელთა მკურნალობაც, ასეთ დროს გაცილებით მარტივი და ეფექტურია.
განვითარებულ ქვეყნებში ჯანმრთელობის პროფილაქტიკური გამოკვლევების ხანგრძლივი პრაქტიკა არსებობს და ამგვარი სერვისებიც დიდი ხანია დანერგილია. თოდუას კლინიკა ყოველთვის გამორჩეულია სამედიცინო სფეროში არსებული თანამედროვე მიდგომების საქართველოში შემოტანით და, ამ მხრივაც, ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ქვეყანაში Check-Up სერვისი გახადა ხელმისაწვდომი".
Check-Up-ის სერვისი სხვადასხვა პაკეტებს მოიცავს, რა პრინციპითაა ისინი დაკომპლექტებული?
მაკა ღუჭაშვილი: — "კვლევების შერჩევისას აუცილებელია გავითვალისწინოთ პაციენტის ასაკი, სქესი, მისი ჩივილები, გენეტიკური განწყობები და ა.შ. ყველას ერთი და იგივე და ერთნაირად სიღრმისეული კვლევა არ სჭირდება. ამიტომ, Check-Up-ის პაკეტებიც მრავალფეროვანია, რათა პაციენტებს მაქსიმალურად მოერგოს. მათი შერჩევა ინდივიდუალურად ხდება, რისთვისაც წინასწარ ვნიშნავთ პაციენტთან კონსულტაციას და მისი ჯანმრთელობის შესახებ მაქსიმალურად დეტალურ ინფორმაციას ვაგროვებთ. გვაქვს: ბაზისური, სტანდარული, გაფართოებული სტანდარტული და პრემიუმ პაკეტები, რომლეbიც მცირედ განსხვავებულია ქალისა და მამაკაცის შემთხვევაში".
რა პროცედურების გავლა მოუწევს პაციენტს Check-Up სერვისით სარგებლობისას?
თამარ ეჯიბაძე: — "პაკეტის შერჩევის შემდეგ, პაციენტს ეგზავნება შესაბამისი რეკომენდაციები, რომლებიც გამოკვლევების ჩატარებამდე უნდა გაითვალისწინოს. კლინიკაში მოსულს კი ჯანმრთელობის პერსონალური მენეჯერი ხვდება, რომელიც აგვარებს ყველა ბიუროკრატიულ საკითხს, უზრუნველყოფს პაციენტის სამედიცინო მეთვალყურეობას და დოკუმენტაციის წარმოებას.
პაციენტის განთავსება ხდება სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში. სადაც მას სხვადასხვა სამედიცინო სერვისების მიღების გარდა, შესაძლებლობა აქვს, დაისვენოს. სერვისის ფარგლებში, გათვალისწინებულია პაციენტის კვებაც.
დღის ბოლოს პაციენტს აქვს ამომწურავი ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ — სპეციალისტების მიერ გაცემული დანიშნულებებითა და რეკომენდაციებით.
საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის მკურნალობის გეგმას ადგენს კონსილიუმი.
იმ შემთხვევაში თუ პაციენტს კონკრეტულად მასზე მორგებული სამედიცინო სერვისების მიღება სურს, შეუძლია ისარგებლოს VIP მომსახურებით, რაც გულისხმობს იმავე უპირატესობებით სარგებლობას, რომლებითაც Check Up-ის პაციენტები სარგებლობენ".
VIP მომსახურება ვრცელდება კლინიკაში არსებულ ყველა სამედიცინო სერვისზე.
როგორია თოდუას კლინიკის ტექნოლოგიური ბაზა?
მაკა ღუჭაშვილი: — "თოდუას კლინიკის ერთ-ერთი უმთავრესი უპირატესობა სწორედ ისაა, რომ აქ ხელი მიგვიწვდება უახლეს ტექნოლოგიებზე. კლინიკა აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით. ერთ სივრცეში შეგვიძლია მივიღოთ ყველა ის სერვისი, რაც საჭიროა ზუსტი დიაგნოზის დასასმელად. ეს ეხება, როგორც ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად საჭირო ინვენტარს და ანალიზატორებს, ისე ფართო სპექტრის რადიოლოგიურ კვლევას. კლინიკა აღჭურვილია უახლესი თაობის კომპიუტერული ტომოგრაფიის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის, ექოსკოპიისა თუ რენტგენის აპარატებით, თანამედროვე აპარატურა საშუალებას იძლევა მინიმალური დასხივების ფონზე მივიღოთ ძალიან მაღალი ხარისხის გამოსახულება. ამ თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით გაცილებით მარტივია დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა, მისი შემდგომი პროგრესირების თავიდან აცილება და შესაბამისად მისი მართვა".
რამდენად არის მოთხოვნა Check-Up სერვისზე?
თამარ ეჯიბაძე: — "ბოლო წლებმა გვაჩვენა, რომ Check Up-ი მოთხოვნადი სამედიცინო სერვისია, რადგან დაავადებების ადრეული დიაგნოსტირება შესაძლებელს ხდის სიპმტომების გამოვლენამდე აღმოვფხვრათ ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები".
Check Up- სერვისზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 596 58 57 57
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
კომენტარები