თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით, Mouth Melters Group-მა შოკოლადის საწარმო სრული დატვირთვით აამოქმედა
ლოლაძის საოჯახო მეღვინეობის დამფუძნებლებმა, ერეკლე და გიორგი ლოლაძეებმა მცხეთაში, სოფელ მისაქციელში ღვინის მარნის გვერდით, საკუთარი შოკოლადის სახელოსნო-საწარმო გახსნეს, სადაც შოკოლადის პატარა ქვევრებს ამზადებენ. საწარმოში 10-მდე ადამიანი დასაქმდა. ნედლეულს ბელგიური შოკოლადი წარმოადგენს, წარმოებისა და ბიზნესსაქმიანობისთვის საჭირო მანქანა-დანადგარები კი, თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით შეიძინეს.
"ქვევრი არამატერიალურ კულტურის ძეგლად არის აღიარებული. ჩვენს ქვეყანაში ქვევრი საკმაოდ პოპულარულია და მას აქტიურად გამოიყენებენ მეღვინეობაში. რადგან შოკოლადი მეტად მოთხოვნადი პროდუქტია, გადავწყვიტეთ, რომ შოკოლადის ქვევრი საინტერესო პროდუქტი იქნებოდა. იმისთვის, რომ ეს ამბიციური იდეა განგვეხორციელებინა წარმოება აუთსორსზე დავიწყეთ, თუმცა მოთხოვნა ნამდვილად აჭარბებდა მიწოდებას და დღიური 150-200 ცალი შოკოლადის ქვევრი ვეღარ აკმაყოფილებდა მომხმარებელს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ საკუთარი საწარმო შეგვექმნა და ინვესტიციის გარდა, საიმედო პარტნიორი მოგვეძიებინა", — ერეკლე ლოლაძე, Mouth Melters Group-ის თანადამფუძნებელი.
"ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს ქართული წარმოებისა და სტარტაპების მხარდაჭერაზე ვაკეთებთ. დაფინანსების ის ინსტრუმენტი, რომელიც კომპანია Mouth melters შევთავაზეთ, საქმიანობის განვითარებისთვის ფულად რესურსს უთავისუფლებს. იმედი გვაქვს, რომ არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ უცხოურ ბაზრებზე შოკოლადის ქვევრები აქტიურ გაყიდვაში ჩაეშვება", — თეკლა რობაქიძე, თიბისი ლიზინგის წარმოებისა და სოფლის მეურნეობის სექტორის უფროსი.
ლოლაძის საოჯახო მეღვინეობის წარმომადგენლებმა და ახლა უკვე შოკოლადის ქვევრის იდეის ავტორებმა 2019 წელს წარმოება აუთსორსზე დაიწყეს, პანდემიის პერიოდში კი პროცესი სრულად შეჩერდა. დღეისთვის Mouth Melters-ის 6 სახის რძიანი, 54,5%-იანი და 70,5%-იანი შავი და სხვადასხვა შიგთავსის მქონე შოკოლადის შეძენაა შესაძლებელი, მომავალი წლიდან კი მწარმოებელი ასორტიმენტის გაზრდას აანონსებს.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები