ბათუმის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი თავისუფალია
ინფორმაცია ადვოკატმა, ლევან მახარეიშვილმა ფეისბუქზე გაავრცელა, On.ge-ის კი სასამართლოში დაუდასტურეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ერმაკოვი 2014-2017 წლებში მმართველი გუნდის წარმომადგენელი მერი იყო.
- მას 7-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და პროკურატურა განზრახ თანხების გაფლანგვას ედავებოდა.
დეტალები: ადვოკატი წერს, რომ ერმაკოვი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.
- ბათუმელებთან საუბრისას, ის განმარტავს, რომ რომ ყოფილი მერი გამართლდა საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ნაწილში და დამნაშავედ მიიჩნიეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების კუთხით.
- მისივე თქმით, ამისთვის ერმაკოვს 3 წელი ჰქონდა მისჯილი და ეს ვადა უკვე გავიდა.
- TV 25-თან სატელეფონო ინტერვიუში ერმაკოვი ამბობს, რომ სასამართლომ მისი საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და კვალიფიციკაცია შეცვალა.
- მისივე თქმით, აპირებს, სამართლებრივი დავა ბოლომდე გააგრძელოს.
არქივიდან: ბათუმის ყოფილი მერი, ვიცე-მერი, მინისტრის მოადგილეები და სხვა მაღალჩინოსნები ფულის გაფლანგვის ბრალდებით 2019 წლის 30 მაისს დააკავეს, 2 ივნისს კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. 2020 წელს სასამართლომ ერმაკოვი დამნაშავედ ცნო.
- მას და სხვა დაკავებულებს უწყება სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა.
- საუბარი იყო 1 370 076 ლარზე.
პროკურატურა ამბობდა, რომ დაკავებულები იყვნენ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის წევრები.
- გამოძიების მტკიცებით, მათ ე.წ. იაფი სახლის მშენებლობაზე ტენდერში მონაწილეობა შესთავაზეს იმ ერთადერთ კომპანიას, რომლის შედგენილი დოკუმენტითაც გამოცხადდა შესაბამისი მომსახურების შესყიდვა.
- მათივე ინფორმაციით, ტენდერში მონაწილე ერთადერთმა კომპანიამ კონვენტ ჯორჯიამ ყალბი დოკუმენტაცია წარადგინა, სატენდერო კომისიამ კი არ იმსჯელა.
- უწყება განმარტავდა, რომ ამავე დოკუმენტაციის გამო კომისიის იმავე შემადგენლობამ აღნიშნულ კომპანიას სხვა ტენდერში დისკვალიფიკაცია მიანიჭა.
- პროკურატურა ამბობდა იმასაც, რომ კომპანიას უსაფუძვლოდ ჩაურიცხეს 1 626 396 ლარი, საიდანაც მხოლოდ 251 109 ლარის სამუშაოები შესრულდა.
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
კომენტარები