Friends-ის შემქმნელი ნანობს, რომ ჩენდლერის ტრანსგენდერ მშობელს კაცად მოიხსენიებდნენ
ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიტკომის, მეგობრების თანაშემქმნელმა მართა კაუფმანმა ცოტა ხნის წინ ჩენდლერ ბინგის ტრანსგენდერ მშობელზე ისაუბრა. მისი თქმით, ნანობს, რომ სერიალში მას კაცად და მამად მოიხსენიებდნენ და შესაბამის ნაცვალსახელებს არ იყენებდნენ.
"მას ჩენდლერის მამად მოვიხსენიებდით მიუხედავად იმისა, რომ ის ტრანსგენდერი იყო. მაშინ ნაცვალსახელების მნიშვნელობა არ გვესმოდა, ამიტომ მას ქალის ნაცვალსახელით არ მოვიხსენიებდით. ეს შეცდომა იყო", — განაცხადა მართამ BBC-ისთან საუბრისას.
ინგლისურ ენაში მესამე პირის ნაცვალსახელები სქესის ნიშნით განსხვავდება, ტრანსგენდერი ან არაბინარული იდენტობის მქონე ადამიანები კი მათი გენდერული გამოხატვის შესაბამის ნაცვალსახელებს იყენებენ და არა — ბიოლოგიური სქესით განსაზღვრულს.
სერიალში ჩენდლერის ტრანსგენდერი მშობლის როლს კეტლინ ტერნერი ასრულებდა. ის მეშვიდე სეზონის სამ ეპიზოდში გამოჩნდა, 2001 წელს. სერიალში მის იდენტობაზე სერიოზულად საუბარი არასდროს ყოფილა, სხვა პერსონაჟები კი მასზე და მის გარეგნობაზე ხშირად ხუმრობდნენ. სერიალში ის ჰომოსექსუალად მიიჩნეოდა და ჰელენა ჰენდბასკეტის სახელით იყო ცნობილი.
2018 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში ტერნერმა აღიარა, რომ დღეს ამანდას როლს არ დათანხმდებოდა, რადგან, მისი აზრით, ამანდა ტრანსგენდერმა ქალმა უნდა განასახიეროს.
მართა კაუფმანის თქმით, ისიც გვიან გააანალიზა, რომ სერიალის მნიშვნელოვან პერსონაჟებს შორის შავკანიანი ადამიანები არ იყვნენ, რასაც ახლა ნანობს. მართამ აღნიშნა, რომ ამ ყველაფრის მიხვედრის შემდეგ ცდილობს, სამუშაო გარემო უფრო ინკლუზიური და ტოლერანტული იყოს, რადგან მასთან თავი ყველამ კომფორტულად იგრძნოს.
"მაშინ რომ ის მცოდნოდა, რაც ახლა ვიცი, რაღაცებს შევცვლიდი. არ ვიცოდი, მაგრამ ახლა ვისწავლე", — განაცხადა მართამ.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები