ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება — ინტერვიუ დერმატოლოგთან
არ აქვს მნიშვნელობა წელიწადის რომელი დრო და რა ტემპერატურაა, ულტრაიისფერი სხივები ჩვენზე ზემოქმედებას ნებისმიერ პირობებში ახდენს. მათ მოაქვს სარგებელიცა და ზიანიც, ამიტომ, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ რამდენი ხნითა და დღის რა მონაკვეთშია რეკომენდებული მზეზე ყოფნა, განსაკუთრებით გაზაფხულსა და ზაფხულში.
ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებაზე უფრო მეტის გასაგებად და რეკომენდაციების მისაღებად თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის დერმატოლოგს, თამთა ბაკურაძეს დავუკავშირდით.
რა ტიპის ულტრაიისფერი სხივები გვხდება გარემოში და რა გავლენა აქვს მათ ჩვენზე?
ულტრაიისფერი სხივების ორ ძირითად ტიპს გამოვყოფთ — UVA-ს, რომელიც გრძელი სიგრძის სხივია და ღრმად აღწევს კანში და UVB-ს, რომელიც არის მოკლე და კანში ნაკლებად შეღწევადია. ორგანიზმზე როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გავლენის მოხდენა ორივე ტიპის სხივს შეუძლია.
ულტრაიისფერი სხივები საჭიროა D ვიტამინის წარმოსაქმნელად და ორგანიზმში მიმდინარე ბევრი პროცესისთვის. მათ ვნიშნავთ კანის მთელი რიგი ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდაც, რისთვისაც დასხივების სპეციალურ აპარატს ვიყენებთ. თუმცა, რა ტიპის სხივი სჭირდება პაციენტს და რა ხანგრძლივობით, სპეციალისტმა უნდა განსაზღვროს და აკონტროლოს.
ულტრაიისფერი სხივების ჭარბად და დაუცველად მიღებამ კი შეიძლება მიგვაღებინოს კანის სხვადასხვა ხარისხის დამწვრობები, მას შეიძლება თან ახლდეს ძლიერი ტკივილი, ტემპერატურის მატება, შემცივნება. მზის დასხივება იწვევს თერმულ გადახურებას, არის სიმსივნური პროცესებისა და ჯანმრთელობის სვა პრობლემების მაპროვოცირებელი. აუცილებელია გავითვალისწინოთ ისიც, რომ ულტრაიისფერი სხივები მხოლოდ კანზე კი არ ახდენს ზემოქმედებას, არამედ სხვა ორგანოებსაც აზიანებს.
რა უნდა გავითვალისწინოთ მზეზე ყოფნისა და გარუჯვის დროს?
ზაფხულში მზეზე ყოფნა დაუშვებელია 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, მაშინ, როდესაც სხივები ყველაზე ინტენსიურია. მზისგან დამცავი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ სუსტ მზესა და ღრუბლიან ამინდშიც და არ უნდა დავივიწყოთ მისი გარკვეული პერიოდულობით განახლებაც.
ცხელ პერიოდში, სასურველია, მოვერიდოთ შუადღეს ღია ცის ქვეშ ყოფნასაც. თუ მაინც გვიწევს გარეთ გასვლა, უმჯობესია, ვატაროთ მაქსიმალურად დახურული ტანსაცმელი, ქუდი და წავისვათ მზისგან დამცავი.
როგორ შევარჩიოთ მზისგან დამცავი და როგორ გამოვიყენოთ ის?
სასურველია, მზისგან დამცავი ფაქტორი (SPF) მინიმუმ 30 იყოს. რაც უფრო ღია ფერისაა კანი, მით უფრო მგრძნობიარეა ის სხივების მიმართ. ამიტომ, ასეთი კანის მქონე ადამიანებმა, უმჯობესია, უფრო მაღალფილტრიანი დამცავი გამოიყენონ. მისი შერჩევისას, ასევე, უნდა გავითვალისწინოთ რა ტიპის კანი გვაქვს — ცხიმიანი, მშრალი, კომბინირებული თუ ნორმალური.
ბავშვის ორგანიზმი უფრო მგრძნობიარეა მზის სხივების მიმართ. ამიტომ, მათთვის აუცილებელია, შევარჩიოთ მაქსიმალურად მაღალფილტრიანი მზისგან დამცავი. გარდა ამისა, სასურველია, ბავშვების საცურაო კოსტიუმი იყოს დახურული და მათ მუდმივად ეფაროთ ქუდი.
როგორც უკვე აღვნიშნე, დამცავი მზეზე ყოფნისას მუდმივად უნდა განვიახლოთ. გარდა ამისა, მისი გამოყენება არ უნდა შევწყვიტოთ მაშინაც, როცა უკვე გარუჯული ვართ და დამწვრობის მიღების ნაკლები შანსი გვაქვს.
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
კომენტარები