ირაკლი კობახიძე

7 Jul. 2022, 16:56

როდესაც არახამია საუბრობს იმაზე, რომ უნდა დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილს, ეს ნიშნავს მათ შორის, ეს ერთ-ერთი ასპექტია, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, არაერთი უამრავი საქველმოქმედო პროექტის შეჩერებას. ბიძინა ივანიშვილს ისედაც აქვს დახარჯული სამი მილიონი დოლარი უკვე ქველმოქმედებაში საქართველოში. რას ხმარდებოდა ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. მომავალშიც არის უამრავი პროექტი დაგეგმილი. მათ შორის არის, ისევ და ისევ, ტაძრების მოვლა-პატრონობა, აღდგენა, იგივე თეატრების აღდგენა, თბილისის ცენტრალური პარკის რეაბილტაცია და ა.შ. ეს პროექტები დგება, ვიღაც არახამიას გამო, რომელმაც თავის ქვეყანას შეუქმნა, თავისია თუ არა ჯერ თვითონ არ იცის, სერიოზული პრობლემები და უნდა იგივე ან მსგავსი პრობლემები შექმნას საქართველოშიც. ასეთი სანქციები უკვე ნიშნავს იმას, რომ უამრავი პროექტი, რომელიც უნდა განხორციელებულიყო ქართველი ხალხისთვის, თბილისისთვის, რეგიონების მოსახლეობისთვის შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ და ეს უნდათ ამ ადამიანებს და უნდათ უფრო უარესი, ამ მეორეს მე არ ვიტყვი უბრალოდ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
  2. რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
  3. კობახიძე: თუ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის სამართლებრივი არგუმენტები, ღია ვართ დისკუსიისთვის
  4. რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
  5. ო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს

ბიძინა ივანიშვილის ცოლის, ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილის ეს განცხადება მიმართება თბილისის სამედიცინო…