Stranger Things 4-ის 3 ემოციური მომენტი, რომელიც მსახიობების იმპროვიზაციით შეიქმნა
გაფრთხილება: სტატია Stranger Things-ის მეოთხე სეზონის შესახებ სპოილერებს შეიცავს
Stranger Things-ის მეოთხე სეზონმა ფანების იმედები ნამდვილად გაამართლა — ახალი საინტერესო პერსონაჟები, საშიში ბოროტმოქმედი, მოულოდნელობებით სავსე სიუჟეტი და ემოციური მომენტები ნამდვილად არ მოგვკლებია. ამაში კი წვლილი სერიალის შემქმნელების, ძმები დაფერების გარდა, თავად მსახიობებმაც შეიტანეს. როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე ემოციური მომენტი სწორედაც მსახიობების იმპროვიზაციის შედეგი ყოფილა.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ Stranger Things-ის მეოთხე სეზონის 3 ემოციურ სცენას, რომელიც მსახიობების იმპროვიზაციის შედეგია:
1. ჰოპერისა და ჯოისის კოცნა
მეოთხე სეზონში, როგორც იქნა, ჰოპერისა და ჯოისის პირველი კოცნა ვიხილეთ. მას შემდეგ, რაც ჯოისი და მიური ჰოპერს საბჭოთა ციხიდან დაიხსნიან, ჯოისი და ჰოპერი ერთმანეთს კოცნით ხვდებიან. მოგვიანებით, ციხეში დაბრუნებისას ჰოპერი დემოგორგონის გატყუებას გადაწყვეტს. დამშვიდობებისას კი ისინი ერთმანეთს კვლავ კოცნიან.
როგორც აღმოჩნდა, მეორე კოცნა სცენარში არ ყოფილა და მისი დამატება ვაინონა რაიდერმა და დევიდ ჰარბორმა გადაწყვიტეს. ეს გასაკვირი სულაც არაა — ისინი სერიალში ჯოისისა და ჰოპერის განსაკუთრებულ ურთიერთობაზე წლებია, საუბრობენ. ამ იმპროვიზაციით ჩვენი გულები კიდევ ერთხელ მოიგეს, რადგან ჯოისისა და ჰოპერის ერთად ნახვა ყველას ძალიან გვიხარია.
2. "მიყვარხარ" — ედი დასტინს
მას შემდეგ, რაც ჩვენი საყვარელი გმირები ვეკნას დასამარცხებლად გეგმას შეიმუშავებენ, დასტინსა და ედის ღამურების გატყუება დაევალებათ. სტივის, ნენსისა და რობინისთვის მეტი დროის მისაცემად ედი სახლში დასაბრუნებელ გზას მოიჭრის და ღამურებს უფრო შორს გაიტყუებს, შედეგად კი სასიკვდილოდ დაშავდება. რა თქმა უნდა, ედის სიკვდილის სცენა ძალიან სევდიანია და ამ სევდას ედის მიერ დასტინისთვის ნათქვამი "მიყვარხარ" ნამდვილად ვერ ამსუბუქებს. როგორც აღმოჩნდა, ეს ფრაზა სცენარში არ ყოფილა და ჯოზეფ ქვინის იმპროვიზაციის შედეგია.
3. "ერიკა, მიშველე"
ვეკნას დასამარცხებლად მაქსმა, ლუკასმა და ერიკამ ბოროტმოქმედი გამოიწვიეს. მანამ, სანამ მეგობრები მაქსის შველას შეძლებენ, ვეკნა მას მაინც მიაგნებს. მართალია, ბოროტმოქმედი დროებით მარცხდება, თუმცა თვალებდასისხლიანებული და კიდურებმოტეხილი მაქსი ლუკასის კალთაში ვარდება.
დაბრმავებული მაქსი ლუკასს ტირილით ეუბნება, რომ ვეღარაფერს ხედავს, ვეღარაფერს გრძნობს, შეშინებულია და სიკვდილი არ უნდა. ლუკასი მის დამშვიდებას უშედეგოდ ცდილობს. როცა ხვდება, რომ სიკვდილის პირას მყოფ მაქსს ვეღარ შველის, დას სასოწაკვეთილი ხმით ეძახის: "ერიკა, მიშველე". ამ უზომოდ სევდიანი სცენის კიდევ უფრო დასამძიმებლად აღნიშნული ფრაზა ქეილებ მაკლაფლინის იმპროვიზაციის შედეგი ყოფილა.
ამავე თემაზე:
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
კომენტარები