რომან გოცირიძე

12 Jul. 2022, 12:24

რას ნიშნავს ღარიბაშვილის წერილი, სახელად "იმსიგრძეა, რა წამაკითხებს ბოლომდე?" იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს (და არა მარტო მას), სანქციებმა კარებზე მიუკაკუნა. როგორ არა, ვხვდები ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ეს შეხვედრები პოლიტიკური კი არა, ოჯახური ხასიათისააო. ვფიცავ მდინარე იორდანეს წმინდა წყალს, მხოლოდ სამკურნალო და სპორტულ საკითხებზე ვსაუბრობთო.

"ქართუდან" და ივანიშვილის ბიზნესებიდან დანიშნული ხალხი მხოლოდ პროფესიული ნიშნით არიან შერჩეულები, მხოლოდ კონსტიტუციას ემონებიან და არა ივანიშვილსო, ანუ ოლიგაქიულ არაფორმალურ მართვასთან არა გვაქვს საქმეო. დანარჩენი ლაქუცობები და შიშებია, შეგიძლიათ არ წაიკითხოთ.

ისე, ერთი, როგორც უყვართ ხოლმე თქმა, ლეგიტიმური კითხვა თუ გაგიჩნდებათ, ვინ დაგნიშნათ მაშინ და ვინ მოგხსნათ მაშინ ან ვინ დაგნიშნათ ახლა და ვინ გაგაგდებთ ხვალ, ხომ ვერ გვეტყვითო, როგორ ფიქრობთ, პასუხად რა იქნება? რა თქმა უნდა იტყვის, პარტიის ლეგიტიმური (როგორც ამბობენ ხოლმე) ორგანოო, ანუ პოლიტსაბჭოო. ვინ არის პოლიტსაბჭოში? ანტილიბერასტი რიჟვაძე აჭარიდან და ტიკარაძე ქუთაისიდან. რატომ ქუთაისიდან და არა საჩხერიდან? იმიტომ, რომ იგი ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პრორექტორია შეთავსებით. პრორექტორი მომხსნის მალე და არა ის ბრძენი კაცი, ბატ. ბიძინაო, ეს გავიგეთ იმ გრძელი წერილიდან, ბოლომდე წაკითხვა რომ არ მოგინდება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. იტალიის პარლამენტი საქართველოზე რეზოლუციის მიღებასა და სანქციების წრის გაფართოებას გეგმავს4514 ნახვა
  2. "მე მაინც არ მგონია, რომ ევროკავშირი ამ დონეს არ იკადრებს" — დავით მათიკაშვილი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე1685 ნახვა
  3. საქართველოში დამატებით 9 საეკლესიო დღესასწაული შესაძლოა, უქმე დღედ გამოცხადდეს1635 ნახვა
  4. რუსთაველის გამზირზე პოლიციამ, სავარაუდოდ, აქციის 2 მონაწილე დააკავა1275 ნახვა
  5. ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან წავიდა1238 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ირაკლი ღარიბაშვილი გამორიცხავს, რომ ოპოზიციაში წავიდეს

ირაკლი კობახიძე პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. "მინდა გაგაცნოთ ჩემი პოლიტიკიდან წასვლის…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~