აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელი ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელს გადადგომისკენ მოუწოდებს

0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ვიქტორია სპარცმა ამის შესახებ წერილი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ იმის ნაცვლად, უკრაინის ჯარს მთელი ქვეყნის მასშტაბით მხარდაჭერა გაუწიოს, ანდრეი ერმაკი "პოლიტიკას თამაშობს".
რატომ არის მნიშვნელოვანი: ანდრეი ერმაკი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელია, შესაბამისად, ზელენსკის გუნდში მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს.
- სპარცი მიუთითებს, რომ ერმაკს "საეჭვო რეპუტაცია" აქვს, რომელიც ბევრ ამერიკელსა და ევროპელს აშფოთებს.
დეტალები: კონგრესის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ერმაკი ჯერ კიდევ ზამთარში უნდა გადამდგარიყო.
- მისი თქმით, ანდრეი ერმაკი ხელმძღვანელობას არწმუნებდა, რომ რუსეთის მხრიდან თავდასხმა არ განხორციელდებოდა, რამაც უკრაინის მზადყოფნა შეამცირა;
- სპარცი აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც საკითხი წამოჭრა, "ერმაკის მარიონეტებმა" პოლიტიკური სარგებლის მიღების სურვილში დაადანაშაულეს.
კონგრესის წარმომადგენლის თქმით, ეს საკითხი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას არ შეაფერხებს.
- პირიქით, ის მიიჩნევს, რომ ამჟამინდელი ზედამხედველობის ნაკლებობაა მიწოდების შემაფერხებელი ფაქტორი და მისი გადაჭრა, საკითხს მხოლოდ დააჩქარებს.
რას ამბობს უკრაინა: გასულ კვირას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვიქტორია სპარცის განცხადებები გააკრიტიკა.
- უწყების პრესსპიკერის თქმით, სპარცმა უსაფუძვლო სპეკულაციებით "დამატებითი პოლიტიკური კაპიტალის მოპოვების" მცდელობა უნდა შეწყვიტოს.
- "განსაკუთრებით ცინიკურია უკრაინისა და მისი ხელმძღვანელობის შესახებ მანიპულაციები უკრაინული წარმოშობის კონგრესის წარმომადგენლის მხრიდან".
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები