შალვა პაპუაშვილი

12 Jul. 2022, 14:24

ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და დროული მიმართვა იყო, ვინაიდან, ჩვენ რასაც ვხედავთ ბოლო პერიოდი, არის ის, რომ ამ დეოლიგარქიზაციის ტერმინის გამოყენებით ხდება პირდაპირ შტურმი საქართველოზე, როგორც სახელმწიფოზე.

ის, ვინც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, ის ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება სინამდვილეში იმართება სხვა ადამიანის მიერ. ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა ქართული დემოკრატიის — საქართველოს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავს ამ ქვეყანას და იმის თქმა, რომ სინამდვილეში პრემიემინისტრი კი არ იღებს გადაწყვეტილებას, სინამდვილეში პარლამენტის თავმჯდომარე კი არ იღებს გადაწყვეტილებას, სინამდვილეში პარლამენტის წევრები კი არ იღებენ გადაწყვეტილებას, არამედ ეს სხვაგან ხდება, ეს არის შეურაცხყოფა.

ვერავინ ვერ ასახელებს ვერცერთ ფაქტს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება ამ გავლენის მოხდენა და რომელ გადაწყვეტილებაზე იყო ეს გავლენა მოხდენილი. შესაბამისად, ეს არის დეზინფორმაცია.

თქვენ რა გგონიათ, რომ ადამიანი უნდა შემოვსაზღვროთ და მას კონტაქტი არ უნდა ჰქონდეს არავისთან? არცერთი ადამიანი არ არის კუნძული, ადამიანებს, რა თქმა უნდა, ერთმანეთთან ურთიერთობა აქვთ და ეს არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი, რომ ადამიანს აქვს სოციალურ კონტაქტები [...] თეთრი ყოველთვის არის თეთრი, შავი ყოველთვის არის შავი. აქ აღქმებს მნიშვნელობა არ აქვს, აქ არის ფაქტები — რაც არის თეთრი, ის ვერასდროს ვერ გახდება შავი, ვინც არ არის ოლიგარქი, იმას რაც არ უნდა ვეძახოთ ოლიგარქი, ვერ გახდება ოლიგარქი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  3. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  4. ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
  5. პასკა — სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ