ზრუნვა, როგორც გზა ერთიანობისკენ — თეგეტა ჰოლდინგი HR სამიტზე
HR hub-ის ორგანიზებით 7 ივლისს შატო მუხრანში HR ბიზნესსამიტი 2022 გაიმართა. წელს შეხვედრის მთავარი თემა HR ტრანსფორმაცია იყო.
სამიტის მონაწილეებს თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ადამიანური კაპიტალისა და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით, ნინო ოხანაშვილმა მიმართა. სამიტის მთავარი თემის, HR ტრანსფორმაციის ფარგლებში, მან თანამშრომლების ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანებასა და ამ ერთიანობით გამოწვეულ სიხარულსა და სასიკეთო ცვლილებებზე ისაუბრა. ნინო ოხანაშვილმა თეგეტა ჰოლდინგის ზრუნვის კამპანია და მასში თანამშრომელთა ჩართულობის შედეგები განიხილა. 2022 წლის დადგომამდე კომპანიის თანამშრომლებმა, სეკრეტ სანტას ფორმატით, საჩუქრები სხვადასხვა ორგანიზაციის 300-ზე მეტ ბენეფიციარს გაუკეთეს.
"დღევანდელ სამყაროში ყველაფერი სწრაფად იცვლება. იცვლება ადამიანების მოლოდინებიც კომპანიის მიმართ. მეტი მნიშვნელობა ენიჭება ორგანიზაციის ღირებულებებს და მათ თანხვედრას პირად ფასეულობებთან. თანამშრომლებს სურთ, ისეთ ჯგუფს ეკუთვნოდნენ, რომელთანაც შეხედულებათა მსგავსება აქვთ. ისინი ითხოვენ, ყოველდღიურ რუტინასთან ერთად, მიეცეთ შესაძლებლობა, რაღაც უფრო დიადისთვის დაიხარჯონ. თეგეტასთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც თითოეული თანამშრომელი ყოველდღიურად უკეთესად გაიცნობს საკუთარ თავს, დაიჯერებს, რომ მცირე ძალისხმევას ცვლილებების მოხდენა შეუძლია, დარწმუნდება, რომ გულით, გუნდურად გაკეთებულ საქმეს ჯადოსნური შედეგები აქვს. ზრუნვის კამპანიაში თანამშრომლები ორგანულად ჩაერთნენ და ერთი იდეის გარშემო გაერთიანდნენ. შედეგად მივიღეთ გულწრფელი სიხარული, მადლიერება და ჩვენი წვლილი შევიტანეთ მსოფლიოს უკეთეს ადგილად ქცევაში", — განაცხადა ნინო ოხანაშვილმა, თეგეტას აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ადამიანური კაპიტალისა და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით.
ოფიციალურ ნაწილთან ერთად, HR ბიზნესსამიტზე წელს თეგეტა აკადემიის ვორქშოპიც ჩატარდა თემით "მართე საკუთარი გზა". სამუშაო შეხვედრის ფარგლებში საინტერესო და სახალისო ტექნიკური აქტივობები, ასევე soft skill და teambuilding თამაშები მოეწყო.
"HR სამიტის მონაწილეებს თეგეტა აკადემიის სივრცეში დროის საინტერესოდ და სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობა მივეცით. გვიხარია, რომ დაინტერესება საკმაოდ მაღალი იყო და ვორქშოპებს ბევრი მონაწილე დაესწრო. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს მარტივი, პრაქტიკული რჩევები ავტომობილის უსაფრთხო მართვისა და მისი აგებულების შესახებ. მონაწილეებთან ერთად განვიხილეთ საკუთარი თავის მართვის შესაძლებლობებიც", — ამბობს გიორგი ცინარიძე, თეგეტა აკადემიის კომერციული მიმართულების ხელმძღვანელი.
HR ბიზნესსამიტი წელს მეხუთედ გაიმართა და მას 500-მდე სტუმარი დაესწრო.
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები