Reuters წერს, რომ რუსეთი ფოთის პორტს ბულგარეთისთვის თხევადი ნავთობის გაზის მისაწოდებლად გამოიყენებს

ფოტო: Reuters
მედიის თქმით, რუსი ექსპორტიორები თხევადი ნავთობის გაზის (LPG) მიწოდებას შავი ზღვის პორტის გავლით ივლისში დაიწყებენ, რადგან, ტრადიციული, საექსპორტო მარშრუტები დახურულია.
რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსეთმა თხევადი ნავთობის გაზის მიწოდება უკრაინისთვის 24 თებერვალს, ომის დაწყების შემდეგ შეწყვიტა.
- ასევე, უკრაინის გავლით სარკინიგზო ტრანზიტი რუმინეთში, უნგრეთსა და მოლდოვაშიც შეაჩერა.
- გამოცემა მიუთითებს, რომ ეს ექსპორტიორებს ახალი მარშრუტების ძებნას ავალდებულებს.
Refinitiv Eikon-ის სტატისტიკაზე დაყრდნობით, Reuters წერს, რომ გაყიდვები მკვეთრად შეამცირა ფინეთმაც, რომელიც რუსეთის LPG-ის კიდევ ერთი დიდი საექსპორტო მარშრუტია.
- გამოცემა აღნიშნავს, რომ გასულ წელს რუსეთმა თავისი თხევადი ნავთობის გაზის 25% უკრაინასა და ფინეთში გაიტანა.
დეტალები: მათივე მონაცემების მიხედვით, ივლისში დაახლოებით 3 ათასი ტონა LPG სურგუტიდან ფოთში სარკინიგზო ტრანსპორტით გაიგზავნება.
- ამის შემდეგ საზღვაო გზით ვარნაში გადაიტანენ.
- გამოცემა წერს იმასაც, რომ ბულგარეთში თვეში 30 ათასიდან 35 ათას ტონამდე LPG-ის მოიხმარენ, საიდანაც 10 ათას ტონას თავად აწარმოებენ, დანარჩენს კი რუმინეთისა და რუსეთისგან ყიდულობენ.
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები