100-მდე კლინიკა ზურაბ აზარაშვილს ღია წერილით მიმართავს
ხელმომწერი დაწესებულებები ჯანდაცვის მინისტრს 20 ივლისამდე შეხვედრას სთავაზობენ, წინააღმეგ შემთხვევაში, როგორც წერილშია ნათქვამი, ზოგიერთმა დაწესებულებამ, შესაძლოა, ვეღარ მოახერხონ საქმიანობის გაგრძელება.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 2013 წელს სახელმწიფომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა შემოიღო. მისი მიზანი ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა იყო. ამავე წელს კლინიკებმა მომსახურების ფასი სახელმწიფოსთან შეათანხმეს და ახლა მისი შეცვლა ეკრძალებათ.
- კლინიკები სამინისტროსგან ტარიფების გადახედვასა და ინდექსაციაზე გადაწყვეტილებას ელიან.
- აზარაშვილმა კი 11 ივნისს თქვა, რომ სამინისტრო სამედიცინო მომსახურების ტარიფების ინდექსაციას არ აპირებს.
- სახელმწიფო ტარიფებისა და კლინიკების მომსახურების ფასის შეუსაბამობა პრობლემებს ქმნის.
დეტალები: ღია წერილში ნათქვამია, რომ სამედიცინო დაწესებულებებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ტარიფებზე შეთანხმება და ინდექსაცია.
- მათი თქმით, ასოციაცია ოქტომბრის თვიდან ცდილობს ითანამშრომლოს, როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთან, ასევე საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთანაც.
- "თუმცა 9 თვის მანძილზე, ჩვენს მიერ დაყენებულ ვერცერთ საკითხზე ვერ მოხდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება".
მათი თქმით, მოულოდნელი იყო 11 ივლისს, მთავრობის სხდომაზე აზარაშვილის გაკეთებული განცხადება ტარიფების ინდექსაციის არ განხორციელებისა და დიაგნოზს შეჭიდული ჯგუფების სისტემის დანერგვის ვადებთან დაკავშირებით.
- "ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებთან გამართული შეხვედრებისას, ჩვენ ვიღებდით ინფორმაციას, რომ სამინისტრო, არაუგვიანეს ივნისის თვის, რეანიმაციის სტანდარტების დანერგვას, ხოლო აგვისტოს თვიდან დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) სისტემის დანერგვას გეგმავდა, რაც კლინიკებს "ამოსუნთქვის საშუალებას მისცემდა".
- "მივესალმებით დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) საავადმყოფოების დაფინანსების მეთოდზე გადასვლას, თუ აღნიშნული სწორი მეთოდოლოგიით და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე რესურსით განხორციელდება".
- "საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ განვითარებულ ქვეყნებში აღნიშნული სისტემის დანერგვას წლები დასჭირდა. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ DRG სისტემის დანერგვის პარალელურად, უმოკლეს ვადაში უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დაფინანსების შუალედურ გამოსავალთან დაკავშირებით".
520-ე დადგენილება: 2019 წელს სახელმწიფომ ნორმატიული აქტის სახით 520-ე დადგენილება მიიღო, რითაც სახელმწიფო დანახარჯი დააფიქსირა. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა თქმით, დოკუმენტით ტარიფები არათუ გაიზარდა, არამედ კიდევ უფრო შემცირდა და სამედიცინო დაწესებულებების მდგომარეობა გაუარესდა.
- ღია წერილში ნათქვამია, რომ დღეს II-III დონის რეანიმაციული საწოლი 440-240 ლარით ფინანსდება, როდესაც კლინიკებისათვის ასეთი საწოლის თვითღირებულება დაახლოებით 730 ლარია.
ხელმომწერი დაწესებულებების სია იხილეთ აქ.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები