USAID-ის კამპანიის ფარგლებში, დემოკრატიის პრინციპების შესახებ ანიმაციური ვიდეორგოლები იქმნება
თუ ეძებთ გზებს, როგორ გაუღვივოთ მოსწავლეებს ინტერესი სამოქალაქო განათლებაში მაშინ შემოდგომისთვის დაელოდეთ ინოვაციურ, საგანმანათლებლო და სახალისო ანიმაციების სერიას, რომელიც იქმნება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით.
სკოლის მოსწავლეებისთვის დემოკრატიის პრინციპების შესახებ 8 ანიმაციური სერია მზადდება, რომლის ჩვენებაც შესაძლებელი იქნება საგაკვეთილო პროცესში და ხელს შეუწყობს სწავლა-სწავლების პროცესი გახდეს მეტად სახალისო, მარტივად აღქმადი და საინტერესო. ამასთანავე, ანიმაციური რგოლების შექმნა ემსახურება სამოქალაქო განათლების მნიშვნელობის წინ წამოწევას, ცნობიერების ამაღლებასა და მოსწავლეების წახალისებას ჩაერთონ სამოქალაქო ცხოვრებაში.
ანიმაციური რგოლების სხვადასხვა სერიაში ენთუზიასტ, ცნობისმოყვარე და გამბედავ პერსონაჟებსა და მათ მეგობარ ყოვლისმცოდნე, "ცოცხალი წიგნის" ფუნქციის ღრუბელ "ბურუსს" უწევთ გამოცადონ ახალი თავგადასავლები, წააწყდნენ სირთულეებს და იპოვონ მათი გადაჭრის გზები. სახალისოდ გადმოცემული ანიმაციების გზით, ახალგაზრდები სწავლობენ თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც ჰყავს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება.
ანიმაციური სერიები მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა: მედიაწიგნიერება, არჩევნები, ადამიანის უფლებები, ტოლერანტობა, გამჭვირვალობა, ჩაგვრა, მოქალაქეთა ჩართულობა და ხელისუფლების კონტროლი. ანიმაცია მიზნად ისახავს ახალგაზრდებს დაეხმაროს გააცნობიერონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი როლი დემოკრატიულ პროცესში. ანიმაციაში შეხვდებით ისეთ ფრაზებს, როგორიცაა:
"აუცილებელია, რომ ძალაუფლების მქონე სტრუქტურებმა ერთმანეთი დააბალანსონ, რათა ძალაუფლების წყარო არ მოირგონ საკუთარ თავზე"; "უფლებების დარღვევის შემთხვევაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აიმაღლოს ხმა მათ დასაცავად, მაგალითად, მიმართოს შესაბამის სტრუქტურებს, ადგილობრივსა თუ საერთაშორისოს" და სხვა.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) სამოქალაქო განათლების პოპულარიზების მიზნით წამოიწყო კამპანია — "სამოქალაქო განათლება მნიშვნელოვანია" მთავარი გზავნილით #ისწავლერომშეცვალო. კამპანიის ერთ-ერთი აქტივობა სამოქალაქო განათლების სხვადასხვა აქტუალური თემატიკის შესახებ ვიდეორგოლების შექმნაა და ეხმიანება თითოეული ადამიანის, განსაკუთრებით ახალგაზრდების ჩართულობის, ტოლერანტობის და სხვა დემოკრატიული პრინციპების მნიშვნელობას.
ანიმაციური სერიების სანახავად და მეტი ინფორმაციისთვის თვალყური ადევნეთ USAID-ის სოციალური ქსელის გვერდს.
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაროგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები როგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები
-
გადახედვანახეთ: კომპანია Boston Dynamics-მა ბეწვიანი რობოძაღლი წარადგინა ნახეთ: კომპანია Boston Dynamics-მა ბეწვიანი რობოძაღლი წარადგინა
-
გადახედვანახეთ: ჩინეთში მთვარის ყველაზე დეტალური ატლასი შექმნეს ნახეთ: ჩინეთში მთვარის ყველაზე დეტალური ატლასი შექმნეს
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
კომენტარები