ტესტი: გამოიცანი ქვეყანა ნაციონალური კერძების მიხედვით
მრავალფეროვანი სამყაროს უკეთ გაცნობაში კულინარია ყველაზე უკეთ გვეხმარება. ახალ-ახალი გემოები, სანელებლები, რეცეპტები სხვადასხვა ერის კულტურული სიმდიდრისა და ტრადიციების შესახებ გვიყვებიან, ამიტომ გასტრონომიული ტურიზმი ნებისმიერი ადამიანისთვის სანატრელია.
შეავსე ტესტი და გამოიცანი ქვეყანა ნაციონალური კერძის მიხედვით.
ტესტი: გამოიცანი ქვეყანა ნაციონალური კერძების მიხედვით
ტესტის დაწყება1 / 10 მარტივით დავიწყოთ, რომელი ქვეყნის სამზარეულოს მიეკუთვნება სუში?
სუში ამ ქვეყნის ტრადიციული სამზარეულოს ერთ-ერთი მთავარი კერძია. ძმრიანი ბრინჯი შეკაზმულია სხვადასხვა ინგრედიენტებით, როგორიცაა: თევზი, სხვადასხვა სახის ხორცი და ბოსტნეული.
2 / 10 რატატუის რეცეპტით რომელი ქვეყანა იწონებს თავს?
რატატუი ამ ქვეყნის ძველებური პროვინციული კერძია. მასში შედის: ბულგარული წიწაკა, ტომატი, ბადრიჯანი, ყაბაყი, კარტოფილი, ხახვი, სტაფილო, ნიორი, ოხრახუში, კარაქი, ზეითუნის ზეთი და ა.შ.
3 / 10 ეს მადისაღმძვრელი დესერტი რომელი ქვეყნის სამზარეულოდან არის?
ვაფლის დესერტი ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი და უგემრიელესი კერძია. მიირთმევა ხილით, ნაღებით, შოკოლადით, ნაყინით, კარამელით, მურაბით და ა.შ.
4 / 10 მეზობელ ქვეყნებს შორის რომლის სამზარეულოს მიეკუთვნება ბაქლავა?
თუ იკითხავთ, რომელია ამ ქვეყნის სამზარეულოს ყველაზე ცნობილი ტკბილეული, უმრავლესობა გიპასუხებთ, რომ ეს ბაქლავაა. ძალიან თხლად გაბრტყელებულ ცომებს შორის დაქუცმაცებული ფსტის, ნიგვზის ან თხილის მიმობნევის შემდეგ სიროფით დამტკბარი დესერტი, რომელიც დღესასწაულების, ქორწილების და უბრალოდ, ბედნიერი დღეების აღსანიშნავი ტკბილეულობაა.
5 / 10 რომელი ქვეყნის ტრადიციული კერძია ფახიტასი?
ფახიტასი ამ ქვეყნის ტრადიუციულ სამზარეულოს მიეკუთვნება. მზადდება როგორც საქონლის, ასევე ქათმის ხორცისგან. ხორცთან ერთად, ასევე ძირითადი ინგრედიენტებია: ხახვი და ბულგარული წიწაკა.
6 / 10 რომელ ქვეყანას წარმოადგენს ღვეზელი — სპანაკოპიტა?
ყველის და ისპანახის ღვეზელი — სპანაკოპიტა ამ ქვეყნის ნაციონალური დელიკატესია. მისი მთავარი ინგრედიენტებია: ისპანახი, ყველი, ხახვი, კვერცხი და კამა. მომზადებული მასა კი ფენოვან ცომში ცხვება. შედეგად, ერთ-ერთ საუკეთესო ღვეზელს ვღებულობთ.
7 / 10 რომელი ქვეყნის სამზარეულოს კუთვნილებაა ყველასთვის კარგად ნაცნობი ლაზანია?
ლაზანია ამ ქვეყნის ნაციონალური სამზარეულოს ცნობილი კერძია, რომელმაც მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა. მისი მომზადებისთვის, საჭიროა ცომის სპეციალური ფურცლები, რომლებიც დღეს უკვე ფართოდაა ხელმისაწვდომი.
8 / 10 ვარენიკების სამშობლოს გამოცნობაც არ უნდა გაგიჭირდეს:
წყალში მოხარშული ცომი სხვადასხვა შიგთავსით. ეს შეიძლება იყოს: კარტოფილი, კომბოსტო, ხორცი ან ხაჭო. ამ ქვეყანაში, ვარენიკებთან ერთად, მოგართმევენ შემწვარ სალას ხახვით და არაჟნით.
9 / 10 რომელი ქვეყნის სამზარეულოს წარმოადგენს გულიაში?
საქონლის ხორცისა და ბოსტნეულის სუპი, რომელიც XVI საუკუნეში შეიქმნა. იგი ამ ქვეყნის ეროვნული კერძებიდან ერთ-ერთი მთავარია და ასევე, გავრცელებულია მთელს ევროპაში. ამის გამო, არსებობს მისი მრავალი ვარიაცია.
10 / 10 დაბოლოს, რომელი ქვეყნის სამზარეულოს მარგალიტია ხაჭაპური?
ხაჭაპური ამ ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი ტრადიციული კერძია და იგი მსოფლიოს 100 საუკეთესო კერძს შორის დასახელდა. მას ამზადებენ ყველით, კვერცხით, ფქვილითა და კარაქით. თუმცა, ამ ქვეყანაში მისი სხვადასხვა სახეობა და მომზადების წესი არსებობს.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები