ინფორმაცია ამის შესახებ მის ტელეგრამ არხზე გავრცელდა. დაკავების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსული პირველი არხის რედაქტორი, მარინა ოვსიანიკოვა 14 მარტს სახელმწიფო მედიის მთავარი საინფორმაციო გამოშვებისას ეთერში საპროტესტო ბანერით შევიდა.

  • ის დააკავეს და სასამართლო პროცესის დაწყებამდე მისი ადგილმდებარეობაც უცნობი იყო.

დეტალები: 15 ივლისს ოვსიანიკოვამ ერთკაციანი აქცია გამართა, რითიც პუტინის პოლიტიკა გააკრიტიკა.

  • მას ხელში ეჭირა ბანერი წარწერით "პუტინი მკვლელია. მისი ჯარისკაცები ფაშისტები არიან. 352 ბავშვი დაიღუპა, კიდევ რამდენი ბავშვი უნდა მოკვდეს, რომ შეჩერდეთ?".