სოსო გოგაშვილი

18 Jul. 2022, 14:07

ამ პროცესში მე არ შემიძლია შეფასებები არ გავაკეთო და დავარქვა რაღაცას თავისი სახელი, მაგრამ ამ სახელს, რადგან მე ამ ინსტიტუციას პატივს ვცემ, სასამართლოს და ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, ამიტომ არ მინდა ეს სიტყვა ვიხმარო, ეს სიტყვაა იდიოტი, იდიოტის ნაცვლად ვიხმარ იმნაირს. ეს იმნაირი ხალხი, იმნაირად დაგეგმილი სპეცოპერაციით ამას ახორციელებდნენ მე, სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე პოლკოვნიკის მიმართ, რომელმაც ამ ქვეყანაში ტერორისტებს მუსრი გაავლო და ეს ადამიანები ჩემს გვერდზე იყვნენ, ეს არასწორი მოქმედებაა, ეს ჩემი შეურაცხყოფაა და ქვეყნის შეურაცხყოფაა — დღეს ისტორიული ფაქტის მოწმეები ვართ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე პოლკოვნიკს პასუხისგებაში აძლევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ბრალდებას უყენებს პროკურატურა სახელმწიფო უსაფრთხოების, ოღონდ რუსეთის სპეცსამსახურების, ჩივილის შედეგად და ამაში უნდათ, რომ ჩართონ სასამართლო.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
  2. დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს
  3. ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
  4. "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
  5. ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ