რუსი მოჭადრაკეები ბათუმში მსოფლიო ჩემპიონატზე აპირებენ ჩამოსვლას — რას ამბობს ფედერაცია
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის განცხადებით, ტურნირის ორგანიზატორებისგან უსაფრთხოების დაცვის გარანტიები მიიღეს, ამიტომ "ოფიციალური დელეგაციის" საქართველოში გაგზავნას გეგმავენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ და ფედერაციამ რუსეთის წარმომადგენლებს ქვეყნის სახელით შეჯიბრებებში მონაწილეობა აუკრძალა.
- მათ შეუძლიათ კონკრეტულ ტურნირებში ჩართვა, თუმცა სახელმწიფო სიმბოლიკის გარეშე.
- რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის საბჭოს წევრების ნაწილი დუმის მოქმედი და ყოფილი დეპუტატები არიან.
დეტალები: რუსეთის და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციების ვებგვერდზებზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ჩემპიონატი 15-28 სექტემბერს ბათუმში ჩატარდება.
- რუსული მხარე ამბობს, რომ მანამდე, 5-17 სექტემბერს ჩემპიონატი რუმინეთშიც იმართება, თუმცა "ოფიციალურ დელეგაციას" იქ არ გზავნიან.
- მიზეზად იმას ასახელებენ, რომ ე.წ. არამეგობრული ქვეყანაა და თითქოს იქ რუსეთის მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების რისკები არსებობს.
- თუმცა, ამავდროულად, რუმინეთში წასვლის უფლებას აძლევენ მათ, ვინც საკუთარ უსაფრთხოებაზე აიღებს პასუხისმგებლობას.
- რუსული გამოცემა, რომელიც საჭადრაკო ამბებს აშუქებს, წერს, რომ საქართველო რუს მოჭადრაკეებს "ხელგაშლილი ელოდება".
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის განცხადებით, ტურნირი საერთაშორისო ფედერაციის (FIDE) ეგიდით ტარდება.
- როგორც მათ On.ge-ის განუმარტეს, ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, რუს და ბელარუს მოჭადრაკეებს შეუძლიათ საერთაშორისო ტურნირებში ასპარეზობა, მაგრამ არა ქვეყნის სახელით.
- ფედერაციაში ამბობენ, რომ ტურნირზე არც რუსეთის დროშა იქნება წარმოდგენილი.
- მათივე განმარტებით, ორგანიზატორი საქართველოა, თუმცა ფედერაციას არ განუცხადებია, რომ განსაკუთრებულად დაიცავს ვინმეს — შესაბამისად, რუსული მხარის ფრაზა უსაფრთხოების გარანტიებზე "საერთო სტანდარტული შაბლონია".
- "როდესაც რომელიმე ქვეყანა აცხადებს პრეტენზიას ტურნირის და ასპარეზობის გამართვაზე, ის თავისთავად იძლევა გარანტიებს, რომ ჩასულ მონაწილეებს საფრთხე არ ემუქრებათ".
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები