ექთნის თანაშემწემ TikTok-ზე გაუპატიურება წაახალისა — კლინიკის რეაგირება "საყვედური" იყო
ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკის ექთნის დამხმარემ TikTok-ზე ვიდეო გაავრცელა, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. სექსუალური ძალადობის წამახალისებელ ვიდეოს კლინიკა "არასერიოზულს" უწოდებს და აცხადებს, რომ ამაზე პოზიციას ვერ დააფიქსირებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: საფარის იურისტი, ცირა ჯგერენაია განმარტავს, რომ ვიდეო ქალის ნების დათრგუნვის შესაძლებლობის დემონსტრირება და გაუპატიურებისკენ მოწოდებაა.
- "თავიდან ჩანს, რომ უარს აცხადებს ქალი სქესობრივ აქტზე და ამის მერე დებს მედიკამენტს, რაც განიხილება ამ უარის დათრგუნვის კონტექსტში";
- "შესაბამისად, ეს არის მოწოდება სქესობრივი ძალადობისკენ იმ ადამიანის მიერ, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში მუშაობს და ყოველდღიური შეხება აქვს უგონო მდგომარეობაში მყოფ პაციენტებთან, მათ შორის, ქალებთან და გოგოებთან".
ალადაშვილის კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლევან ბესელია აცხადებს, რომ უკვე ჰქონდათ რეაგირება და თორნიკე გულისაშვილს "მკაცრი საყვედური" გამოუცხადეს.
- მისივე მტკიცებით, გულისაშვილის კლინიკაში დატოვება-არდატოვების საკითხი განიხილება;
- თუმცა On.ge-სთან საუბრისას, ის არ აკონკრეტებს რა იგულისხმება "საყვედურში" და გვეუბნება, რომ როგორც ექთნის დამხმარეს, მას პაციენტებთან და მედიკამენტებთანაც მინიმალური წვდომა აქვს.
"არასერიოზული ვიდეო": ის აცხადებს, რომ TikTok არასერიოზული პლატფორმაა და კლინიკა იქ დადებულ "არასერიოზულ ვიდეოსთან დაკავშირებით პოზიციას არ დააფიქსირებს".
- "ძალიან მინიმალური და შეზღუდული რაოდენობის დრო მაქვს, რომ TikTok გამოვიყენო, თუმცა როცა მაქვს ამის საშუალება, ვიყენებ მხოლოდ და მხოლოდ გასართობად".
"კლინიკას მორალი და ზრდილობა არ უსწავლებია": ბესელია გვეუბნება, რომ ვიდეოს დადება "ბავშვის გადაწყვეტილება" იყო და არ პასუხობს კითხვას კლინიკის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით.
- "ვერ გეტყვით ვიდეო როგორ დადო და რა დადო, ეს ბავშვის გადაწყვეტილებაა და მე მაგ ბავშვის არც მშობელი ვარ, რომ მე გამეზარდა ეს ბავშვი და არც კლინიკას არ გაუზრდია და მისთვის მორალი და ზრდილობა არ უსწავლებია";
- "ჩემი თანამშრომელი რომ არის, მას ნამდვილად მიეცა ამის გამო საყვედური, ძალიან მკაცრი საყვედური მიეცა და შესაბამისადაც დაისჯება ეს ბავშვი";
- "თუმცა ხაზგასმით გიფიქსირებთ, კლინიკა TikTok-ზე, არასერიოზულ პლატფორმაზე გაკეთებულ ნამდვილად არასერიოზულ ვიდეოზე კომენტარს, პოზიციას არ დააფიქსირებს".
რას ამბობს ქალთა მოძრაობა: ჯგერენაიას თქმით, საფარი კლინიკისგან პასუხს ხვალ წერილობით მოითხოვს და თუ სათანადო რეაგირება არ ექნებათ, გამოდის, რომ თავის პაციენტებსა და თანამშრომლებს დისკრიმინაციული მოპყრობისგან ვერ იცავენ.
- "ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ამ ადამიანმა ჩაიდინა დისკრიმინაცია ამ ვიდეოს გამოქვეყნებით და შესაბამისად, ხასიათდება დისკრიმინაციული მოპყრობით";
- მისივე ინფორმაციით, გულისაშვილს საყვედური იმის გამო გამოუცხადეს, რომ ვიდეოს სამუშაო დროს იღებდა;
- ასე უთხრეს კლინიკაში OC Media-საც.
PHR-ის იურისტი, ანა არგანაშვილი ამბობს, რომ გუშინდელი ვიდეო სერიოზული პრობლემაა, რადგან როდესაც ხარ სამედიცინო პერსონალი, გაქვს სპეციალური უფლებამოსილება, გქონდეს ადამიანზე კონტროლი მაშინ, როდესაც მას არ შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა.
- "როდესაც "ხუმრობ", რომ ასეთ დროს შეგიძლია ადამიანზე სექსუალურად იძალადო (თან ხუმრობ სამედიცინო დაწესებულების ფონზე, სამედიცინო ფორმაში ჩაცმული), ეს აღარ არის ხუმრობა";
- "ადამიანს უჩნდება ეჭვი, რომ ამის ალბათობა არსებობს, ასეთი რაღაც მართლა მოხდება ან, უკვე მოხდა. ამ ტიპის დანაშაულზე არის არაერთი გამოძიება".
არგანაშვილი მიიჩნევს, რომ კლინიკამ მომხდარი უფრო სერიოზულად უნდა შეისწავლოს და დაცვის მექანიზმები შექმნას, ან თუ უკვე შექმნილი აქვს, საზოგადოებას აცნობოს.
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
კომენტარები