ინოვაცია ქართულ მეღვინეობაში — თიბისი ლიზინგის ხელშეწყობით მოძრავი ქარხანა დაფინანსდა
მხოლოდ კარგი ღვინოები ახალი ქართული სტარტაპია, რომელიც ღვინის მობილურ ქარხანას წარმოადგენს. პროექტი თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით განხორციელდა და 700 000 ევროს მოცულობის ინვესტიციით ქარხანა იტალიაში აეწყო.
აღნიშნული მოდელი მორგებულია იმ მეწარმეების საჭიროებებს, რომელთაც წვდომა არ აქვთ უახლეს ტექნოლოგიებზე და საკუთარი ქარხნის გამართვა არ შეუძლიათ შეზღუდული ფინანსური თუ ადამიანური რესურსის გამო.
მოძრავ ქარხანას საათში 2700 ბოთლის ჩამოსხმა შეუძლია, ამასთანავე, ღვინოებს ბოთლით, ეტიკეტირებითა და საცობით უზრუნველყოფს.
"ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად კიდევ უფრო იზრდება მოთხოვნა ხარისხიან ღვინოზე. მცირე და საშუალო მარნებს კი ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი რესურსი ესაჭიროებათ. სწორედ ამიტომ, უმეტესად მსხვილ ქარხნებს აკითხავენ და ზრდიან პროდუქტის თვითღირებულებას ან საკუთარი ძალებით ასხამენ ღვინოს, რომლის შენახვის ვადა და პირობებიც იზღუდება. ჩვენ აღნიშნულ პრობლემებს სრულად ვაგვარებთ და საქართველოში უალტერნატივო მომსახურებას ვთავაზობთ მათ, ვისაც საკუთარი ღვინის მაღალი ტექნოლოგიებით ჩამოსხმა სურს", — ვასილ მანაგაძე, კომპანია მხოლოდ კარგი ღვინოების დამფუძნებელი.
აღნიშნული პროექტზე მუშაობა ერთი წლის წინ დაიწყო და ორი თვის წინ დასრულდა. მისი განხორციელების მთავარი მხარდამჭერი თიბისი ლიზინგია, რომელიც კომპანიას როგორც ქარხნის სრულ აღჭურვასა და აწყობაში, ასევე იტალიიდან ტრანსპორტირების ლოჯისტიკურ საკითხებში დაეხმარა.
"გასაკვირი არ არის, რომ საქართველოში მეღვინეობა განსაკუთრებით სწრაფი ტემპით ვითარდება და სულ უფრო მეტი მეღვინეობა მოგვმართავს აქტივების ლიზინგით შეძენის მოთხოვნით. მიუხედავად ჩვენი მზაობისა დავაფინანსოთ სტარტაპებისა თუ მცირე ბიზნესის პროექტები, დარწმუნებულები ვართ, რომ რჩება დარგის წარმომადგენლებს შორის ისეთი მეღვინეობები, რომელთაც მაღალ ტექნოლოგიებზე წვდომა შეზღუდული აქვთ. სწორედ ამიტომ მობილური ქარხნის კონცეფცია არაჩვეულებრივ შესაძლებლობას ქმნის მათთვის, ვისაც ეს ესაჭიროება", — ზურაბ გუგუშვილი, თიბისი ლიზინგის კომერციული დირექტორი.
მობილური ჩამომსხმელი უზრუნველყოფილია ავტონომიური დენის და ორთქლის გენერატორებით, ჰაერის და აზოტის კომპრესორებით, წყლის დამარბილებელი სისტემით და ჩამოსხმის წინა სტერილური ფილტრაციის 2 დანადგარით.
მხოლოდ კარგი ღვინოების სერვისით უკვე ისარგებლა 10-მდე მეღვინეობამ, თუმცა მოთხოვნა მზარდია და შემოდგომით კომპანიაში კიდევ უფრო დიდ მიმართვიანობას ელიან.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
კომენტარები