ნედ პრაისი

ნედ პრაისი

20 ივლ, 2022

სანამ კითხვებზე პასუხზე გადავალ, მინდა ვთქვა. როგორც იცით, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა რეფორმების სიასთან ერთად, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას. თუმცა, საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ბოლოდროინდელი რიტორიკა, როგორც ჩანს, მოსახლეობის ამ მიზნიდან ჩამოშორებას ისახავს მიზნად.

ელჩი დეგნანი, მისი გუნდი და ჩვენი საელჩო საქართველოში მზადაა, იმუშაოს საქართველოს ხალხთან და მხარი დაუჭიროს მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან. ჩვენ 30 წელია, მხარდამხარ ვმუშაობთ დემოკრატიულ რეფორმებზე, ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოებაზე. გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას. 

დღეს აშშ თანამშრომლობს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან უკრაინაში პუტინის ომის დასასრულებლად, რაც შეიძლება სწრაფად და იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ უსაფრთხო მომავალი მთელი რეგიონისთვის. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, მის ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს და ჩვენ განვაგრძობთ მშვიდობიანი ძალისხმევის მხარდაჭერას, რათა დასრულდეს რუსეთის მხრიდან საქართველოს 20%-ის ოკუპაცია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. როგორ მოიპარა "ოცნებამ" სახალხო დამცველის ინსტიტუტი10375 ნახვა
  2. ზარქუა წულუკიანზე: "ქალბატონი თეა გულისხმობდა, რომ, რა თქმა უნდა, ანწუხელიძე გმირია"2941 ნახვა
  3. თეა წულუკიანი ანწუხელიძეზე: "უაზროდ გაწირული ვიღაცის პიარისთვის"1759 ნახვა
  4. რატომ მივიდა გახარია საგამოძიებო კომისიაზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ნებართვა? — მთავარი 6-საათიანი სხდომიდან1486 ნახვა
  5. AXIOS: თუ რუსეთი უკრაინაში ცეცხლს არ შეწყვეტს, ტრამპმა შესაძლოა რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს1299 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ