ჩინეთი თავისი პირველი დიდი კოსმოსური ტელესკოპის გაშვებაზე ფიქრობს. ტელესკოპის გაგზავნა ჩინეთის მომავალ კოსმოსურ სადგურზე იგეგმება და ეს დაახლოებით 2024 წლისთვის უნდა მოხდეს.

ტელესკოპი, სახელწოდებით Xuntian, იგივე ჩინეთის კოსმოსური სადგურის ტელესკოპი (CSST), უმნიშვნელოვანეს კოსმოსურ კვლევებს ჩაატარებს. ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო მედიასაშუალების CGTN-ის მოხსენებაშია ნათქვამი.

ჩინეთის პირველი დიდი ორბიტალური ობსერვატორია

NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპისგან განსხვავებით, რომელმაც ახლახან გამოავლინა თავისი პირველი სამეცნიერო ფოტოები, Xuntian საკმარისად ახლოს იქნება დედამიწასთან. ჯეიმს ვები დედამიწიდან დაახლოებით 1,5 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული და ლაგრანჟის წერტილ 2-ზეა განთავსებული. ხოლო CSST ორბიტაზე იქნება ჩინეთის კოსმოსური სადგურის მახლობლად, რაც ნიშნავს რომ მისი შენახვა შედარებით ადვილია. მისიის ვადა დაახლოებით 10 წელზეა გათვლილი, თუმცა ის შეიძლება გახანგრძლივდეს.

ბევრი ჩინელების მომავალ კოსმოსურ ტელესკოპს ჰაბლს ადარებს. Xuntian-ს (რაც ზეცის გამოკითხვას ნიშნავს) ექნება ორი მეტრის დიაფრაგმა მოწინავე დეტექტორებთან ერთად. CGTN-ის ცნობით, ის ავტობუსის ზომის იქნება.

Xuntian-ის კოსმოსური ტელესკოპი შედგება ხუთი სადამკვირვებლო აპარატისგან, მათ შორის Xuntian მოდულის, ტერაჰერცის მოდულის, მრავალარხიანი გამოსახულების აპარატის, ინტეგრალური ველის სპექტროგრაფისა და ექსტრამზის პლანეტარული გამოსახულების კორონაგრაფისგან.

დაკვირვებების უმეტესობას Xuntian მოდული განახორციელებს, რომელსაც კამერის უფრო ფართო ხედვის ველი აქვს. CGTN-ის მიხედვით, Xuntian მოდულის 2.5 მილიარდი პიქსელიანი კამერა ჰაბლის მსგავსი იქნება — ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით, მას 300-ჯერ მეტი ხედვის არე ექნება. ტელესკოპი ცის დაახლოებით 40 პროცენტს შეისწავლის თავისი 10 წლიანი ოპერირების განმავლობაში.

ლი რანმა, CSST სამეცნიერო მონაცემთა სისტემის პროექტის მეცნიერმა, Xuntian შეადარა ჰაბლს. მისი თქმით, ჰაბლმა შეიძლება შორეული ობიექტი დაინახოს, მაგრამ CSST ასეთ ათასს მოაქცევს თვალსაწიერში.

კოსმოსური ობსერვატორიას ჩინეთის კოსმოსური სადგურის დასრულების შემდეგ გაუშვებენ. ის სადგურის ორბიტაზე იფრენს და საჭიროების შემთხვევაში მასთან შეერთებაც შეეძლება.

ვებისა და ჰაბლის მსგავსად, Xuntian შექმნილია კოსმოსზე ახალი შუქის მოსაფენად. მეტიც, ის შეისწავლის ბნელი მატერიის თვისებებს, ბნელ ენერგიასა და სამყაროს ევოლუციას.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.